ქედის მუნიციპალიტეტის მერის მუშაობის 100 დღეს აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“ შეაფასეს. გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები ქედის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ვაჟა ბოლქვაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი დავით ანანიძე იყვნენ. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ კითხვებს ქედის მერი ლევან გორგილაძე პასუხობდა.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017