შესაძლოა თუ არა უმაღლესი საარჩევნო კომისია გაუქმდეს, ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაექვემდებაროს. კონსტიტუციაონალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლთა შეფასებები. როგორია უსკოსთან დაკავშირებით უმრავლესობის პასუხი და როდის განიხილება აჭარის კონსტიტუციის პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებზევ- „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში ამ თემაზე დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებებლი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენს შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება -მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე პასუხობდა.

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: ვინ და რას სთავაზობდა მერაბ ღოღობერიძეს წინასწარ დაკავების იზოლატორში, რა ინფორმაციას ფლობს დაკავებულის ადვოკატი, რა მასალებზე დაყრდნობით აანონსებდა მერაბ ღოღობერიძის დაკავებას ბათუმის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი ადვოკატი , და რა მასალები დაუგროვდა სახალხო დამცველის წარმომადგენლს ღოღობერიძესთან შეხვედრის შემდეგ? სტუმარი: 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი პაატა შავაძე. პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი დაკავებულის გოდერძი გორგილაძის ადვოკატი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მერაბ ღოღობერიძის ინტერესებს იცავდა, ზაზა პაპიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძის ჩართვა.

25 აპრ 2017

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017