ვინ და რა ახდენს ეროვნულ ვალუტაზე გავლენას, რატომ თვლის ექსპერტების ნაწილი რომ ერთ დღეში ლარის რამდენიმე პუნქტით გამყარება სპეკულაციის შედეგია და რამდენად ლოგიკურია ეროვნული ვალუტის გარშემო შექმნილი ვითარება?- ამ და სხვა კითხვებს „კომპეტენტურ პასუხში ეკონომისტი ტიტე აროშიძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ვაჟა ვერულიძე პასუხობდნენ. პირდაპირ ეთერში საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე ჩაერთო.

გადაცემის არქივი

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. შეუქნის თუ არა არჩევნების თარიღი, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დისკომფორტს საკუთარი ნების გამოხატვისას და შეიძლებოდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუსაო დღეს ჩანიშნულიყო?- გადაცემის პირველ ნაწილის სტუმრები დემოკრატიის ინსტიტურის აღმასრულებელი დირექტიორი არჩილ ხახუტაიშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი მირდატ ქამადაძე. პირდაპირ ეთერში სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირქეტორი მიხეილ ბენიძე ჩაერთო. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება -მაჟორიტარების“ ხელმძღვანელი ილია ვერძაძე პასუხობს .

15 ნოე 2018

შვილმოკლული მამების უპასუხოდ დარჩენილი აქციები, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, არასამთავრობოების როლი და ხელისუფლების ნაბიჯები- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძრვანელი ანა მდინარაძე საუბრობენ.პირდაპირ ეთერი საპროტესტო აქციიდან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ჩაერთვნენ.

11 ნოე 2018