რა მოხდა 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“, რა გახდა 11 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, რამდენად დაცულია შენობებში სახანძრო უსაფრთხოება და ვინ არის პასუხისმგებელი?- სწორედ ეს იყო დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა. გადაცემაში სტუმრად იყვნენ: სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეპორტიორი ირინა წუწუნავა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე და დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი. პირდაპირ ეთერში მსახიობი კახა მიქიაშვილი და ევროკავშირის ექსპერტი მშენებლობის საკითხებში , საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი მალხაზ ბედიაშვილი გვერთვებოდნენ.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017