არის თუ არა ზონალური საბჭოს შემადგენლობის ცვლილება ბათუმში კულტურული ძეგლების დაცვის გარანტი? მოქმედი საბჭო რამდენად პასუხობს კანონის მოთხოვნებს? როგორია მესამე სექტორი პოზიციები და რა გეგმები აქვს კულტურულ ძეგლებთნ მიმართებაში ხელისუფლებას?- ამ და სხვა თემებზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და საზოგადოება „ბათომის“ ერთერთი დამფუძნელები შოთა გუჯაბიძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში ახლადარჩეული ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ჩაერთო.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017