აჭარის რადიოს გადაცემა “კომპეტენტური პასუხი“ საარჩევნო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საეთერო დრო ბათუმში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს დაეთმო. სტუდიაში დასმულ შეკითხვებს ნომერ მე- 7 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეთერ მანელიშვილი და 10-ე ოლქში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი ჯემალ პაქსაძე პასუხობდნენ. მე-9  ოლქში წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ნოდარ მამულაძემ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

გადაცემის არქივი

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. შეუქნის თუ არა არჩევნების თარიღი, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დისკომფორტს საკუთარი ნების გამოხატვისას და შეიძლებოდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუსაო დღეს ჩანიშნულიყო?- გადაცემის პირველ ნაწილის სტუმრები დემოკრატიის ინსტიტურის აღმასრულებელი დირექტიორი არჩილ ხახუტაიშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი მირდატ ქამადაძე. პირდაპირ ეთერში სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირქეტორი მიხეილ ბენიძე ჩაერთო. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება -მაჟორიტარების“ ხელმძღვანელი ილია ვერძაძე პასუხობს .

15 ნოე 2018

შვილმოკლული მამების უპასუხოდ დარჩენილი აქციები, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, არასამთავრობოების როლი და ხელისუფლების ნაბიჯები- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძრვანელი ანა მდინარაძე საუბრობენ.პირდაპირ ეთერი საპროტესტო აქციიდან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ჩაერთვნენ.

11 ნოე 2018