გადათხრილი გზები და გადაადგილების პრობლემა. როგორ ხვდება ბათუმში ჭაობის დასახლება ტურისტულ სეზონს და შექმნილი დისკომფორტი რამდენად აისახება ადგილობრივების შემოსავლებზე. ქალაქის ამ ნაწილში, როდის გამოიცვლება შიდა საკომუნიკაციო ქსელი და რა თანხა დაიხარჯება ამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან? -ამ და სხვა შეკითხვებს დღეს „კომპეტენტურ პაუხში ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში ჯაბა ტუღუში უპასუხებს.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017