აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის საქმე და ხელისუფლების ვერსიები. რატომ თვლის საქართველოს პრეზეიდენტი, რომ ჟურნალისტზე და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტები სახელმწიფოს იმიჯს სერიოზულად აზიანებს. ქართული ძალოვანების დისკრედიტაციის მცდელობა თუ უსაფრთხოების სისტემის პრობლემები?- დღეს კომპეტენტურ პასუხში“ -ამ და სხვა შეკითხვებს პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე, საერთაშორისო სამართლის სპეცილისტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ასისტენტ პროფესორი ლევან ჯაყელი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა უპასუხებენ.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017