დროებითი ერთიანობა, პარტიული სისუსტე თუ საარჩევნო სტრატეგია?- რა გახდა რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების გაერთიანების მიზეზი, როგორ აფასებენ ერთ ბლოკში შეკრებილი პარტიის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს და როგორია მათი სამომავლო გეგმები ?- ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხს „კომპეტენტურ პასუხში“ მოისმენთ. გადაცემის სტუმრები იქნებიან რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შენსრულებელი თემურ ყურაშვილი და „თავისუფალი დემოკრატების“ ქობულეთის რაონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სალომე ზაქარიაძე.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017