საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებული იქნება მომხმარებელთან ურთიერთობაში ეთიკის კოდექსით იხელმძღვანელოს. ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი პირველი ივნისიდან შევა ძალაში- რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია და რა კეთდება ქვეყანაში მოსახლეობის ჭარვალიანობის პრობლემის დასაძლევად?- თემაზე აჭარის რადიოს პირდაპირ ეთერში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ვაჟა ვერულიძე ისაუბრებს.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017