ორ მილიონ ექვსასი ათასზე მეტი ლარი ლოჯისტიკური ცენტების შესაქმნელად. როდის ისარგებლებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაანონსებული პროგრამით ფერმერები და რა იქნება მისი ძირითადი ფუნქცია, რა კეთდება რეგიონში ადგილობრივი კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად და ახდენს თუ არა გაველნას მოსავალის რაოდენობაზე აზიური ფაროსანა?-ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“. ჩვენი სტუმარი გახლავთ აჭარის სოფლის სამინისტროს აიპ აგრპო პროექტების მართვის ცენტრის დირექტორი ჯამბულ აბულაძე. პირდაპირ ეთერში სურსათის უვნებლობის საგაგენტოს აჭარის სამმართველოს ინსპექტორი რუსუდან დავითაძე საუბრობდა.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017