ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში ჩატარებული კვლევების პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა, კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, კატეგორია „არც ერთი“ ყველაზე მეტმა, 38%-მა გამოკითხულმა აირჩია. როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ენდიაის კვლევის შედეგებს? დღეს კომპეტენტურ პასუხში“ გაიგებთ. სტუდიაში დასმულ სეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ქართული ოცნებიდან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დავით ბაციკაძე და გია აბულაძე უპასუხებენ. პირდაპირ ეთერში ევროპული საქართველოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაულ თავართქილაძე ირაუბრებს.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017