რა კითხვები აქვს რეგიონის მოსახლეობას, რამდენად იყო მათთვის პოლიტიკოსების პასუხები მისაღები და როგორ აფასებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე სექტორის წარმომადგენლები? ''კომპეტენტური პასუხში'' დასმულ შეკითხვებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა, პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე პასუხობდნენ. პირდაპირ ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საუბრობდა.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017