"ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ რიგები და ბათუმის საკრებულოს მანდატი დიმიტრი ჭეიშვიმა დატოვა. იყო თუ არა გადაწყვეტილების მიზეზი თანაგუნდელებთან დაპირისპირება, როგორ აფასებენ ყოფილი თანამებრძოლეები ჭეიშვილის დღევანდელ განცხადებას და დაუკავშირებს თუ არა დიმიტრი ჭეიშვილი პოლიტიკურ მომავალს სახელისუფლებო პარტიას, -ამას "კომპეტენტურ პასუხში" გაიგებთ. კითხვებს "ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი წევრი დიმიტრი ჭეიშვილი პასუხობდა. პირდაპირ ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ცინცქილაძე საუბრბდა.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017