გადაცემის თემა: რამდენად დაცულია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დასაქმებულის ინტერესები, რამდენად ხშირია რეგიონში საჯარო სამსახურებიდან უკანონო გათავისუფლების შემთხვევები და რა უნდა იცოდეს დასაქმებულმა საკუთარი უფლებების დასაცავად?- სტუმრები: გაერთიანებული პროფესიული კავშირების აჭარის რეგიონული გაერთიანების ხელმძღვანელი და აჭაის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან ილია ვერძაძე, ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ნინო სიორიძე.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017