ბათუმში 11-12 მარტის მოვლენები კვლავ მთავარი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირისების ერთერთი მიზეზია - ბრიფინგების სერია გრძელდება როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების რეგიონულ ოფისებში. ბოლო დღეების აქციების ავტორების ძიებაში კვლავაც ურთიერთბრალდებების შემცველი განცხადებები ისმის. როგორ აფასებს 11-12 მარტის მოვლენებს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი და როგორია ილია ნაკაშიძის პასუხები პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე, ''კომპეტენტურ პასუხში“ მოისმენთ.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017