ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

გადაცემის არქივი

ქართული ოცნების ლიდერის გზავნილი მედიას, მესამე სექტორს და ექსპერტებს. მოახდენს თუ არა გავლენას ბიძინა ივანიშვილის მესიჯები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე? -ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ „ბათუმელების" რედაქტორი ეთერ თურაძე და საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა საუბრობენ. პირდაპირ ეთერში ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პასუხობს. პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ქათტული ოცნების წევრი ანრი ოხანაშვილი ჩაერთო.

25 ოქტ 2018

„ბათომი“ ბათუმის მერს ისტორიული ზონის თვითნებურად შეცვლასა და ცათამბრჯენი მშენებელი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებას აბრალებს. დეტალები „კომპეტენტური პასუხში“ მოისმენთ. გადაცემის პირველ ნაწილში საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე საუბრობს. პირდაპირ ეთერში კი სამოქალაქო საზოგადობის ბათუმის ოფისის ხელმძრვანელი ნათია აფხაზავა ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილში დასმულ შეკითხვებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძრვანელი ნატალია ზოიძე და ბათუმის მერიის ქალაქ განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი პასუხობენ.

04 ოქტ 2018

გაიზრდება თუ შემცირდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მხრიდან აჭარის მთავრობის კონტროლი, რატომ დაიწუნა ოპოზიციამ ახალი რეგლამეტის პროექტი და როგორია მესამე სექტორის შეფასებები?- ამ თემაზე „კოპეტენტურ პასუხის“ პირველ ნაწილში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი ნიკა სიმონიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და აჭარის უმაღლესი საჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი დიასამიძე საუბრობენ. „კომპტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ნინო ჩხეტია პასუხობს.

20 სექ 2018

აჭარას განახლებული მთავრობა და მთავრობის ახალი თავმჯდომარე ჰყავს. როგორ აფასებენ სამთავრობო ცვლილებებს მესამე სექტორში და როგორია საზოგადოების მოლოდინი?- ამ თემაზე დღეს „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში დემოკრატიული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ლევან გობაძე და პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე ისაუბრებენ. რა პრინციპით შეარჩია აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ გუნდის წევრები და რა არის თორნიკე რიჟვაძისთვის რეგიონში მთავარი გამოწვევა?-ამას „კომპეტენტური პასუხის მეორე ნაწილში მოისმენთ. გადაცემის სტუმარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახლავთ.

26 ივლ 2018