რა კეთდება ქვეყანაში ქალთა გაძლიერებისა და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რა პრობლემები აქვთ ქალებს და რა უნდა შეიცვალოს მომავალში?- სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდება ყურადრება დღეს აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“, სტუდიის სტუმრები იქნებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასმათ დიასამიძე და გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელი თამილა დოლიძე.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017