ევროკავშირის სამჭომ დაამტკიცა ცვლილება რეგულაციაში რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას ითვალისწინებს. რა წინაპირობა უძღოდა ამ პროცესს და რას გულისხმობს უვიზო რეჟიმის ამოქმედება?

გადაცემის არქივი

აჭარის რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „კომპეტენტური პასუხი“ საარჩევნო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საეთერო დრო წილისყრით გამოვლენილ კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს დაეთმო. მომდევნო დღეებში მსმენელი როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ, ისე მერობისა და სიის პირველ ნომრად დასახელებულ კანდიდატებს მოუსმენენ. დღეს საარჩევნო პროგრამა ამომრჩეველს დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიასი და ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლებმა გააცნეს. გადაცემაში მონაწილეობა ტრადიციონალისტებმა, „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრებმა არ მიიღეს.

03 ოქტ 2017

აჭარის რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „კომპეტენტური პასუხი“ საარჩევნო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საეთერო დრო წილისყრით გამოვლენილ პოლიტიკურ სუბიექტებს დაეთმობა. მსმენელი, როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ, ისე მერობისა და სიის პირველ ნომრად დასახელებულ კანდიდატებს მოუსმენენ. დღეს საარჩევნო პროგრამას ამომრჩეველს ბლოკი ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ბლოკი “ბაქრაძე-უგულავა-ევროპული საქართველოსა” და შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტის წარმომადგენლები გააცნობენ. გადაცემაში მონაწილეობაზე რესპუბლიკურმა პარტიამ უარი განაცხადა. „კომპეტენტური პასუხი“ ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს შვიდის ნახევარზე დაიწყება.

02 ოქტ 2017

გონიოს მიწებთან დაკავშირებული დავა გრძელდება. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით დღეს გონიოს მიწებზე პრეტენზიის მქონე პირებმა მერიასთან მორიგი აქცია გამართეს. რას ითხოვდნენ ისინი და რას დაპირდნენ აქციის მონაწილეებს ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები?-დღეს „კომპეტენტურ პასუხში შეიტყობთ. ჩგადაცემის სტუმარი დღევანდელი საპროტესტო აქციის მონაწილე, გონიოს მიწის ყოფილი მესაკუთრე ენვერ ირემაძე იქნება. პირდაპირ ეთერში ბათუმის საერთაშორიოს გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ანა ბერძენიშვილი ჩაერთვება.მოისმენთ მერიის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თეკლა ჩიჩუას კომენტარს.

09 ივლ 2017

კიდევ ერთ კანონ- პროექტი ვეტოს მოლოდინში. შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტმა მესამე სექტორის წარმომადგენელთა მიმართვა გაითვალისწინოს და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონ-პროექტს ვეტო დაადოს. რა შენიშვნები აქვთ კანონმდებლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსამთავრობო ორგანიზაციის წევრებს და როგორია პრეზიდენტის პოზიცია?- დღეს „კომპეტენტურ პასუხში მოისმენთ. გადაცემის სტუმარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი იქნება. პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის საპრალემტო მდივანი ანა დოლიძე ჩაერთვება. „კომპეტენტური პასუხი ფმ 104.5. 18.30 წუთზე დაიწყება. ასევე ჩაერთვება ექსპერტი თვითმართველობის საკითხებში კოკა კიღურაძე.

02 ივლ 2017

განადგურებული მოსავალი და მოსახლეობას შესეული აზიური ბაღლინჯო- ეს ერთი წლის წინანდელი რეალობაა. რეგიონში მცხოვრებ ფერმერების ნაწილს მოსავალი მავნებელმა გაუნადგურა და მათი საცხოვერებელი ფართებიც დაიკავა. აზიური ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო ნარგავებს ისევ უტევს. როგორ ებრძვის სახელმწიფო მავნებელს, რამდენს ხარჯავს ამისთვის და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა?-დღეს „კომპეტენტურ პასუხში“ მოისმენთ. გადაცემის სტუმარი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსტროს აგრარული განვითარების დეპარტამნეტის უფროსი მამუკა თურმანიძე იქნება. გადაცემა „ფმ104.5-ზე 18.30 წთ-ზე დაიწყება.

27 ივნ 2017

დროებით დახურული კვების სამი ობიექტი და რამდენიმე ჯარიმა. ასეთია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა დღევანდელი რეიდის შედეგი. ვინ აგებს პასუხს მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე, წესების დამრღვევთა წინააღმდეგ რა სანქციები მოქმედებს, რა პერიოდულობით მოწმდება კვების ობიექტები და ზაფხულის სეზონზე რას უნდა მიაქცისოს განსაკუთრებული ყურადღება მომხმარებელმა ? -ამ და სხვა შეკითხვებს დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე უპასუხებს. პირდაპირ ეთერში საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ჩაერთვება. „კომპეტენტური პასუხი ფმ 104.5-ზე 18.30 წთ-ზე დაიწყება.

25 ივნ 2017