რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, კვირეული, რომელიც საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ქრონოლოგიას კიდევ ერთხელ შეგვახსენებს. გრძელდება. ამ ტრაგიკულ მოვლენას მიეძღვნება დღეს აჭარის მწერალთა სახლში ფოტო გამოფენა და პოეზიის საათი. სტუმარი - აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი ლალი კონცელიძე რამდენ ხანს შეუძლიათ ადამიანებს საიდუმლოს შენახვა--ამ თემაზე ანა ნაგერვაძის სიუჟეტი ბათუმის დრამატული თეატრი 2018 წლის პირველი პრემიერისთვის ემზადება. სოფო შაიშმელაშვილი ესწრებოდა რეპეტიციას .

გადაცემის არქივი

1 „ოქროს ფონდი“ ---ნესტორ მალაზონია , პოეტი, ვისი შემოქმედების მუზაც აჭარა იყო. დღეს ნესტორ მალაზონიას დაბადებიდან 125 წელი შესრულდა. „სიყვარულის რამაშა" -ასე ეწოდება ლექსს, რომელიც ნესტორ მალაზონიამ 1971 წელს რადიო აჭარის სტუდიაში წაიკითხა. 2 სტუმარი - ეთნომუსიკოლოგი ლოლიტა სურმანიძე, რომელიც პორტუგალიიდან დაბრუნდა, სადაც მუსიკისა და ქორეოგრაფიის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ფორუმში მონაწილეობდა. 3 სტუმარი - ყველასათვის საყვარელი და ძალიან ახლობელი მუსიკოსი , მისი საოცარი შემოქმედების გამო, ჩვენი თანაქალაქელი -- ვაჟა ტუღუში. დღეს ჩვენს ეთერში მისი ახალი სიმღერის "ქუჩაში მიდის უქოლგოდ ვიღაც" პრემიერა შედგა.

11 დეკ 2017

1 რუბრიკა "ოქროს ფონდი"--- ნოდარ დუმბაძე ჩანაწერი გაკეთებულია ბათუმში გამართულ ლიტერატურულ შეხვედრაზე 1976 წელს. . 2 დღეს სასტუმრო „რადისონში“ ნასას ასტრონავტ ჰაიდი ფაიფერთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ქალთა ლიდერობისა და მამაცობისთვის ჯილდო/სერთიფიკატი გადაეცემა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტ ლუსინე თამარიანს. ის ერთადერთი გოგონაა ბათუმის საზღვაო აკადემიაში, რომელიც საზღვაო ნავიგაციას სწავლობს. , გადაცემის სტუმარი -ლუსინე თამარიანი 3 . დღეს, 16 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყობა.. ჩვენება ხორციელდება პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ ფარგლებში ევროკავშირისა და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.სამივე ფილმის საერთო თემა ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობაა. სტუმრები - პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ ხელმძღვანელი ხათუნა იოსელიანი და პროექტის კოორდინატორი ნინო კიკნაველიძე 4 რუბრიკა „აღმოაჩინე აჭარა“ სატელეფონო ჩართვა - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე. ტურის თემა -კურორტი გოდერძი.

07 დეკ 2017

1 რუბრიკა „ოქროს ფონდი“ პოეტ მორის ფოცხიშვილს დაეთმო. აჭარის რადიოს აუდიო ფონდში მისი ხმის ძალიან ბევრი ჩანაწერი ინახება. ცნობილ პოეტს გამორჩეულად უყვარდა ბათუმი და ხშირად ჩამოდიოდა აქ. ეს ჩანაწერი გაკეთებულია 1976 წელს ბათუმის საქალაქო კულტურის სახლში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე 2 ბათუმის ექსპერიმენტული თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. მაყურებელი ძალიან მალე ნახავს შემოქმედებითი დასის ახალ ნამუშევარს. სპექტაკლის სახელწოდებაა "სხვა ცარცის წრე " სტუმრები- თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე და მსახიობები- ნატალია გალოგრე და მიხეილ ჭეიშვილი 3 საგანმანათლებლო პროგრამები ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში. დღეს მუზეუმში ჩატარდება სამოდელო გაკვეთილი: რომის და საქართველოს ურთიერთობა მუზეუმში დაცული არტეფაქტების მიხედვით.

06 დეკ 2017

„ოქროს ფონდი“ ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არჩილ სულაკაური ჩანაწერი გაკეთებული გონიოში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე 1986 წელს . დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის სტადიონზე (ჩელე არენა) ავია-შოუ მოეწყობა აჭარის ვეტერანი ავიამოდელისტებისა და ნორჩი გამომგონებლების მონაწილეობით. სტუდიის სტუმრები - ეტერანი ავიამოდელისტი გია მაისურაძე, აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტექნიკური შემოქმედების განყოფილების კოორდინატორი შოთა ბარამიძე , გამომგონებელთა კლუბის წევრი ალექსანდრე ჩუნაკოვი და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მარიამ სალუქვაძე

03 დეკ 2017

1. „ოქროს ფონდი“ - ზურაბ გორგილაძე 2 ....1 დეკემბერი მსოფლიოში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. რა არის შიდსი , რა სიმპტომებით ვლინდება და რატომ არის დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი , როგორ უნდა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება შიდსის რეალურ საფრთხესთან მიმართებაში? -სტუმარი -დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი 3 აჭარის ხელოვნების მუზეუმში დღეს საინტერესო გამოფენა გაიხსნება. სპარტაკ კუდბასა და თეა გასვიანის ნამუშევრები შეგიძლიათ დაათვალიეროთ., მხატვრების ოჯახი დღეს ერთობლივი ექსპოზიციით პირველად წარსდგება დამთვალიერებლის წინაშე. სატელეფონო ჩართვა- მხატვარი სპარტაკ კუდბა

30 ნოე 2017