ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბორჯომის ტყის აღსადგენად- - სტუმარი -ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნარგული ასანიძე ჯორჯ ბალანჩინის სახელობის პირველი საერთაშორისო ფესტივალის მოლოდინში - სტუმრები -ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის დირექტორი ირმა მსხალაძე და კლასიკური ცეკვის პედაგოგი ნატალია მარტიროსიანი.

გადაცემის არქივი

 "დილა 104-სა და 5-ზე" სტუმარი: ლუკა გოცირიძე , რომელიც ბულგარეთში ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს და ევროპისმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის წარმატებული სტუდენტია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰოლში გაიმართება სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით „მიმალული მუზები“. ამ თემას დაეთმო დღევანდელი, 9 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე"ინგა მებონიას რუბრიკა 'არტრადარი" . რუბრიკის სტუმრები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ასოციაციის თავმჯდომარე ია ცეცხლაძე და ბსუ-ს სტუდენტები ნონა ჩოგაძე, ლევან ქათამაძე, ელიზა ჩიკვაიძე, მარიამ ღლონტი და დავით ქობულაძე.

08 მარ 2017

დღევანდელი 8 მარტის გადაცემის სტუმარი იყო ახალგაზრდა ფოტოგრაფი მარია ზოიძე---ფსევდონიმით მარია ჩე. მისი ფოტოების დათვალიერებას დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დაგეგმილ ფოტოგამოფენაზე შეძლებთ სახელწოდებით: „ასი წლის შემდეგ“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აჭარაში მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული ქალბატონების ფოტოპორტრეტები. ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველწლიურად 1000-1000 ლარს გადასცემს. 100 წელს გადაცილებული ქალბატონები, დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტში „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“ ჩაერთვებიან. პროექტის მიზანი ხანდაზმულთა გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბებაა. ხანდაზმულთა გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“. "დილა 104,5"-ზე ინგა მებონიას რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმრები იყვნენ აჭარაში მოღვაწე პროფესიონალი მოცეკვავეები მარიკა სიხარულიძე, ეკატერინე ღლონტი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი ჯაბა სალუქვაძე. 8 მარტს, 19 საათზე , აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა ლიგა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ მარიკა სიხარულიძისა და ეკატერინე ღლონტის შემოქმედებით საღამოს.

07 მარ 2017

„ქალის სურნელი“-ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელიც ხვალ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართება. რომელსაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წარმოგვიდგენს , ამ თემაზე ვისაუბრეთ მოწვეულ სტუმრებთან ერთად. სტუმრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების სპეციალისტი სალომე მანაგაძე და ახალგაზრდა ბათუმელი ხელოვანი გიორგი გიოვანი. რუბრიკის „არტ-რადარი“ სტუმრები იყვნენ აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფის წევრები: საბა, ლუკა , ნიკა ხიდაშელები და მათი მამა, ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის “ ოჰოი ნანა“ სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი ალეკო ხიდაშელი.

05 მარ 2017

სასკოლო კლუბები. სტუდიის სტუმრები:აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო ნაკაშიძე და ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის წევრები დავით წულაძე და მარიამ ფალავანდიშვილი. როგორი ამინდი გვექნება ჭირვეულობითა და სიურპრიზებით აღსავსე მარტის თვეში-კობა ფარტენაძის რუბრიკაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის სვეტლანა ნიორაძის სატელეფონო ჩართვა. ბათუმის ექსპერიმენტული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმრები - ბათუმის ექსპერიმენტული თეატრის მსახიობები ნატალია გალოგრე და გიორგი კაკალაძე.

01 მარ 2017

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში საქართველოს დამსახურებული პედაგოგის ინგა ბოცვაძის მოსწავლეების მონაწილეობით კლასიკური მუსიკის საღამო ჩატარდა. ამ თემას დაეთმო გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ინგა მებონიას რუბრიკა "არტ-რადარი". რუბრიკის სტუმრები იყვნენ თამარ რომანაძე, მიშიკო დუმბაძე და საბა მიქელაძე. ტელეფონით ჩაგვერთვნენ საქართველოს დამსახურებული პედაგოგი ინგა ბოცვაძე და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი მამუკა ალაფიშვილი. ყოველ პარასკევს გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ჩვენს რადიომსმენელებს ტურიზმის სფეროს სიახლეებს და ჩვენი რეგიონის უფრო უკეთ გასაცნობად და უქმე დღეებში შთამბეჭდავი დასვენების მოსაწყობად, საინტერესო ტურს ვთავაზობთ. დღევანდელი, 24 თებერვლის გადაცემის სტუმარი იყო აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე

23 თებ 2017

თემა: ფიგურული ციგურაობა.-ჩვენი თანაქალაქელი, ბათუმის სპორტული ცენტრის ფიგურული ციგურაობის კლუბის მოციგურავე ნიკოლოზ ეგაძე ევროპის ზამთრის მე-XIII ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გადაცემის სტუმრები: ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი ირაკლი ბერიძე, ბათუმის სპორტული ცენტრის ფიგურული ციგურაობის კლუბის მთავარი მწვრთნელი ლელა ჩოფიკაშვილი და თავად გამარჯვებული- წარმატებული და ძალიან პერსპექტიული მოციგურავე ნიკოლოზ ეგაძე ​ "დილა 104-სა და 5-ზე"ინგა მებონიას რუბრიკა "არტ-რადარი" დაეთმო პროექტს "წიგნი, ავტორი, მკითხველი".  რუბრიკის სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი - ინგა გოგიბერიძე და პოეტი მაყვალა დავლაძე.

22 თებ 2017

კორესპოდენტ კობა ფარტენაძის ჩართვა "ამინდის პროგნოზი"; - რუბრიკა "დილის სტუმარი". თემა: ქართველი ემიგრანტების ცხოვრების ამსახველი რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის დოკუმენტური ფილმის "დაბრუნდებიან" მეორე ნაწილის პრემიერა ბათუმში; სტუმარი: ალექსი კალანდარიშვილი-უცხოეთში მცხოვრები ქართველი (ის საქართველოში ბრუნდება); - ინგა მებონიას რუბრიკა "არტრადარი". თემა: მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ზაფხულში დაარსებიდან 95 წლისთავს იზეიმებს. სტუმარი: ირინე ჩახვაძე-აჭარის, მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის პიარ მენეჯერი

21 იან 2016