
რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი -ვასო გოძიაშვილი
დღეს დიჯეების მსოფლიო დღეა-მარია მჟავანაძის სიუჟეტი
3-10 მარტს, გენდერის მედიაცენტრის ინიციატივითა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდაჭერით, მაუწყებელში "ქალთა კვირეული" ტარდება, დღეს, 17 საათზე კი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართება თემაზე " რა სახის გადაცემების ნახვა ან მოსმენა სურთ ქალებს". გადაცემის სტუმარი - გენდერის მედიაცენტრის დირექტორი, ჟურნალისტი თამილა დოლიძე.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი კვირას, 11 მარტს კამელიების გამოფენაზე გეპატიჟებათ. გადაცემის სტუმრები -ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის უფროსი ჯულიეტა ჯაყელი და კამელიების კოლექციის კურატორი ბულბული ბოლქვაძე
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ხვალ, 10 მარტს პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „თოვლია“ . გადაცემის სტუმრები -სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დავით მაცხონაშვილი და მსახიობი ვანო მაღლაკელიძე
08 მარ 2018

რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი,
ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხალხური მეთოდები- სოფო შაიშმელაშვილის სიუჟეტი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ვორქშოფი „ბათუმის ერთი დღე ‘ მიმდინარეობს.
პროექტში, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება,მონაწილეობენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ,
ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის ხელმძღვანელები თბილისიდან , საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახემლწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ოთარ ლითანიშვილი და დავით ჯანელიძე . მსოფლიოში აღიარებული პოლონელი კინოდოკუმენტალისტი მიროსლავ დემბინსკი და თარჯიმანი ლელა პაპუაშვილი.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კვარტეტი "ნოტა' წელს იუბილარია.
ეს წელი მისთვის ძალიან საინტერესოდ დაიწყო, ჯერ იყო გასტროლი იტალიაში, პეზაროში, მონაწილეობა ჯოაკინო როსინის სახელობის საერთაშორისო ფესტივალში, შემდეგ თურქეთი, სამსუნი.
დღევანდელი, 5 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ამ შთაბეჭდილებებზე, 10 წლის იუბილესათვის სამზადისზე ვისაუბრეთ და ახალი სიმღერაც მოვისმინეთ.
კვარტეტი "ნოტა" სრული შემდგენლობით იყო ჩვენთან სტუდიაში.
ნინო ფაღავა, ნათია ცენტერაძე, ლელა დოლიძე და შოველი გუგეშაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები.
04 მარ 2018