ღია ეთერი

ღია ეთერი

გადაცემა "ღია ეთერი" ბავშვთა საკითხებზე მუშაობს. ბაღები, სკოლები, განათლების სისტემა, მოზარდების წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემები. გადაცემაში ვსაუბრობთ ყველა აქტუალურ თემაზე, რომელიც, შესაძლოა, პირდაპირ და ირიბად ეხებოდეს ბავშვებს.

სპეციალისტებთან ერთად, ხშირად მოისმენთ მოზარდების პოზიციას სხვადასხვა საკითხზე, რომელიც უშუალოდ ეხებათ.   

მხარს ვუჭეთ და პოპულარიზაციას ვუწევთ მოზარდებში  ჯანსაღის ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ბევრს ვსაუბრობთ სპორტულ თუ კუტურის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე, რომლებიც  საზოგადოებას  აღელვებს.    

დაგვირეკეთ  და  მიიღეთ  მონაწილეობა  გადაცემაში.
27 43  91   ან  გვეწვიეთ  აჭარის  რადიოში

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017