,,მე მომავალში’’- ანტინარკოტიკული კამპანია საჯარო სკოლებში გრძელდება | 25.02.2025

- ,,მე მომავალში’’- ანტინარკოტიკული კამპანია საჯარო სკოლებში გრძელდება .

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

გაიგეთ მეტი გადაცემის სტუმრებისგან 

- კონკურს ,, მე მომავალში ‘’ გამარჯვებული მოსწავლეები , ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მე-7 -ა კლასის წარმომადგენლები: ელენე ბენდელიანი , ელენე ძიძიგური , მარიამ კალანდაძე და ნინი ჭაღალიძე -

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

- საჯარო სკოლებში გრძელდება ანტინარკოტიკული კამპანია , რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა საქართველოს მასშტაბით, ათეულობით სკოლაში შეხვედრები ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 3 ათას 500-მდე მოსწავლემ მიიღო. კამპანიის პირველ ეტაპი დასრულებულია . 

დეტალები გადაცემაში 

====

გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე #ღიაეთერი#ზურაბ_გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - #გიორგიბოლქვაძე, გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/live

https://ajaratv.ge/show/68-ghia-eteri

https://www.facebook.com/profile.php?id=61551666609353

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები

 

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და კამპანია #აჩუქეწიგნი - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის იდეა და ინიციატივა - რა როლი უჭირავს წიგნს მოზარდების ცხოვრებაში კითხულობენ თუ არა წიგნებს , რა ჟანრის ლიტერატურით ინტერესდებიან , რომელია დღეს მოდური და მათი საყვარელი წიგნი . - დეტალები დღეს გადაცემაში #ღიაეთერი #გადაცემისსტუმრები:,,წიგნების ჩუქების’’ იდეის ავტორი და ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე , ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე , ახალგაზრდა მწერალი ლექსო პაიკიძე , ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათინ ებრალიძე და რა თქმა უნდა ნორჩ მკითხველები , #აჩუქეწიგნი 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ა ღინიშნება , ამ თარიღს - წელს წიგნი ჩუქების დღეც დაემატა . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

22 აპრ 2019

UNICEFის კვლევა დასრულდა .. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მაშტაბური კვლევის წინასწარი მონაცემებით 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია, კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული. ( სრული მონაცემები აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება ) როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში .. რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები,. მკურნალობისა და პრევენციის რა მეთოდები არსებობს, რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის ... დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი''ტალღაზე FM 104.5 #გადაცემისსტუმრები:დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა (სატ, ჩართვა) საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი მადონა წულაძე.. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

18 აპრ 2019

ქართული ენა და სახელმწიფო პოლიტიკა,ქართველი და ფერეიდნელი მოზარდები -,,დედის ენაზე’’ დასწავლილი ქართული,ქართული ენის კვირეული და მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტები , გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“... #პირველნაწილში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდებით , რომლებმაც საქართველოს საზღვრებს მიღმა შემოინახეს ქართული ენა , ტრადიცები და საქართველოს სიყვარული #მეორენაწილი დაეთმობა ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების საინტერესო მოსაზრებებს და ინიციატივებს როგორი საბავშვო გადაცემების მოსმენა სურთ ,რა თემები აინტერესებთ ბავშვებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშნელოვანი . #გადაცემისდასკვნითნაწილში - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტებზე ვისაუბრებთ ..- დეტალები დღევანდელ გადაცემაში ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

15 აპრ 2019