ჟესტური ენა და ინკლუზიური განათლება - შეფასებები, მოზარდების გზავნილები, სიახლეები, გამოწვევები.

გადაცემის არქივი

საახალწლო კონცერტები ბათუმში,ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები , რომლებიც სადღესასწაულო პროგრამაში ვერ მოხვდნენ.. რატომ გამორჩათ მხედველობიდან ისინი კონცერტის ორგანიზატორებს ,როგორია ბავშვთა სასიმღერო ფოლკლორის ხელშეწყობა ,რა კეთდება პოპულარიზაციისთვის. ამ თემებს დაეთმობა ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5  (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) . გადაცემის სტუმრები -ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ”იბერიონის” წევრები ზაზა შამანაძე, ლუკა ბაკურიძე , დავით ურუშაძე და მათი ხელმძღვანელი თეიმურაზ დოლიძე.  ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ჯონი საბაშვილი . და აჭარის  განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მადონა თევზაძე.( სატ ჩართვა )

25 დეკ 2017

საბავშვო ბაღების რეფორმა და ახალი რეგულაციები.. რამდენად მზად არის საბავშვო ბაღები რეფორმის განსახორციელებლად - ამაზე დღეს გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ .. მეორე ნაწილი კი დაეთმობა საქველმოქმედო - აქციას . გამოფენა-გაყიდვას - "მივიდეთ დღესასწაულით ბავშვებთან", ,,ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე). გადაცემის სტუმრები::ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი თამარ ბერძენიშვილი (სატ ჩართვა ) . ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე. (სატ ჩართვა) ბათუმის ქალთა კლუყბის ხელმძრვანელი თამარ გუდავა. საბავშვო სტუდია ჰარმონიას და ,,საშობაო მიუზიკლოს ''მუსიკალური ხელმძღვანელი კახაბერ ფირცხალაიშვილი.

21 დეკ 2017

"გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 2017“ პროექტი ,,სტუდენტები მოსწავლეებისთვის’’ , იმიტირებული სასამართლო პროცესები და დანაშაულის პრევენცია .. რას აძლევს მოზარდებს ამგვარ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა და როგორია შედეგები .. დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე). გადაცემის სტუმრები: პირველი ბლოკი -"გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 2017“ ის ორგანიზატორი , პროექტის წარმომადგენელი ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების თავჯდომარე უჩა აბრამიშვილი. მეორე ბლოკი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი .. . პროექტის კოორდინატორი თამარ შელია და ბათუმის მე–16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია ( სატ. ჩართვა ) პროექტის მონაწილე მოსწავლეები: ბათუმის მე–6 საჯარო სკოლა- ნინო გუგესაშილი და თეკლა ციცაგი მე–16 საჯარო სკოლა - ზურაბ გუჯაბიძე და ლაშა უსტიაშვილი.

18 დეკ 2017

,, მომავლის თაობა“ სამოქალაქო ინიციატივები - პროგრამა , რომელიც საქართველოს 480 საჯარო სკოლაში , ,ამერიკულმა ორგანიზაციამ PH International-მა , ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა .. .. სამოქალაქო განათლების მნიშვნელობასა და ხელშეწყობაზე საუბრoბენ გადაცემის სტუმრები :: სამოქალაქო განთლების პროგრამის ,, მომავლის თაობა’’ დირექტორი მარინა უშვერიძე . (სატ. ჩართვა ) ბათუმის განათლების დასაქმებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, პროგრამა ,,მომავლის თაობის’’ კოორდინატორი აჭარაში მაიკო ქათამაძე.. პროგრამის ,, მომავლის თაობა’’ მონაწილეები - სამოქალაქო განათლების პედაგოგი ინგა მოსიძე.. სამოქალაქო კლუბის წევრები ქეთი შნგელია და რუსუდან ლორთქიფანიძე და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გია ჩხაიძე

11 დეკ 2017

ინკლუზიური განათლება სკოლებში - როგორ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირება ... ჩართვა სასკოლო პროცესში და მათი ადაპტირება სამყაროსთან .. როგორია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და რა სიახლეებია საკანონდებლო ბაზაში.. ამ თემაზე საუბრობენ გადაცემაში,, ღია ეთერი '' - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ლექტორი , ინკლუზიური განათლების რეგიონალური კოორდინატორი - ციალა ტუღუში.. ბათუმის მე -13 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ჩხაიძე.. ამავე სკოლის ინტეგრირებული კლასის ფსიქოლოგი დავით ქათამაძე .. საქართველოს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ჟღენტი (სატ, ჩართვა ) და ,,თავისუფალი სივრცის’’ მენეჯერი ნინო ჩხაიძე ( სატ. ჩართვა )

07 დეკ 2017

აივ ინფექცია ბავშვებსა და მოზარდებში ... პედიატრიული აივ მკურნალობა და შიდსის პრევენცია ბავშვთა ასაკში -გადაცემაში ,, ღია ეთერი’ იბადებიან თუ არა აივ -ინფიცირებული ბავშვები საქართველოში ... როგორ ვლინდება აივ -ინფექციის კლინიკური თავისებურებები ბავშვთა ასაკში , როგორია პედიატრიული მომსახურების ხელმისაწვდომობა და ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ახალშობილებსა და მოზარდებში... რა კეთდება პრევენციისთვის .. ამ თემაზე ისაუბრებენ ’ გადაცემის სტუმრები ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის ექიმი - ინფექციონისტი მართა სელიმბა... საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის მოადგილე ,შიდსის მკურნალობის პროგრამების მენეჯერი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი (სატ . ჩართვა ) და ბათუმის სამშობიარო სახლის ნეონატოლოგი ფატმან ლორთქიფანიძე

30 ნოე 2017

უსაფრთხო სკოლა - ''ღია ეთერის'' თემა. როგორ კონტროლდება სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და რამდენად დაცულები არიან ბავშვები სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში. იციან თუ არა მოზარდებმა როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციების დროს. როგორ ტარდება სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილები. რამდენად არის სკოლა ზრუნვაზე ორიენტირებული და რა კეთდება იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. რას ნიშნავს უსაფრთხო სკოლა? გადაცემის სტუმრები: ბათუმის მე–10 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ხათუნა დოლიძე, ამავე სკოლის სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პედაგოგი მარინა გაბაიძე და მოსწავლეები. არიამ თოიძე და ელენე კუპრაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, პროექტის ''უსაფრთხოების ათი გაკვეთილი'' კოორდინატორი მარიამ ძეგანიძე (სატ.ჩართვა). და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე. (სატ.ჩართვა). ​გადაცემის ავტორი და წამყვანი ირმა ჩხაიძე. სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე.

27 ნოე 2017

#ბავშთამიმართძალადობა.. ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს . #ბერიანდრიასფონდი... ,,ბედნიერი სახლი'' -კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქველმოქმედო კონცერტი სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად .. ამ თემებს დაეთმობა , 24 ნოემბერს , , 13 საათსა და 10 წუთზე, გადაცემა ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) .. გადაცემის სტუმრები იქნებიან:: პირველი ბლოკი .. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგი ქეთევან ბერიძე .. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,, სთეფ ფორვარდის’’ სოციალური პროგრამების კოორდინატორი ცირა კაპანაძე .. ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მოსწავლეები .. სანდრო თურმანიძე და ელისაბედ ანთიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება .. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის პროექტების მართვის ასისტენტი .. ,, ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად ‘’ პროექტის კოორდინატორი მარიამ მასხულია... მეორე ბლოკი: ბერი ანდრიას ფონდის ხელმძღვანელი, ბერი ანდრიას დედა თინათინ ჩხვიმიანი...

23 ნოე 2017

აჭარაში ,,სკაუტური ქალაქის’’ მშენებლობა იგეგმება .. პირველი სკაუტური პატრულები ქალაქ ბათუმში და საიუბილეო სამზადისი სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზციაში .. ვინ არიან სკაუტები , როგორია ,,სკაუტური ქალაქის’’- საბანაკო ცხოვრების ხიბლი და რა მისია აკისრია საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციას ... - დეტალები დღეს, 21 ნოემბერს , , 13 საათსა და 10 წუთზე გადაცემაში ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) .. გადაცემის სტუმრები იქნებიან:: საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზციის თავმჯდომარე შორენა ლომაძე , და ამავე ორგანიზაციის სკაუტ - ლიდერები . ლილე სტურუა , ლიკა დიასამიძე, ნინი ბერიძე და ნანა ტყეშელაშვილი..

20 ნოე 2017

საქართველო - ამერიკის საერთო პროექტი ... შეხვედრა აშშ-ის ელჩთან იან კელისთან .. ,, ამერიკული კუთხე ‘’ და მოზარდები -ამ თემაზე ისაუბრებენ დღეს, 17 ნოემბერს , , 13 საათსა და 10 წუთზე გადაცემაში ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) .. როგორია ელჩთან ვიზიტის შთაბეჭდილებები , რა საგანმანათლებლო პროექტები და პროგრამები ხორციელდება ,,ამერიკულ კუთხეში’’ და როგორია მოსწავლეთა აქტივობა.. დეტალები დღევანდელ გადაცემაში ... გადაცემის სტუმრები იქნებიან: ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორი მამუკა საფარიძე.. მოსწავლეები .. ამერიკული კუთხის წევრები , გივი მათითაიშვილი , ლიზი ტუღუში , რიკარდი კოჩალიძე , პეტრე ლობჟანიძე და დეა დარჩიძე დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ... საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორი ქეთევან ასათაშვილი

16 ნოე 2017

#ერთადვიზრუნოთდავიმსჯელოთმომავალზე ბავშვთა მიმართ ძალადობა - ბულინგი სკოლებში - როგორ ესმით ბავშვებს ბულინგის მნიშვნელობა .. რა სახის ძალადობა იკვეთება ... რამდენად ხშირად ვლინდება ძალადობის ფაქტები სკოლებში.. ვის ევალება ბავშვებზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა , პრობლემასთან გამკლავების რა გზები არსებობს , როგორია ბულინგის პრევენცია და .რას ფიქრობენ თავად მოზარდები ... ამ თემაზე ისაუბრებენ და იმსჯელებენ დღეს, 14 ნოემბერს , 13 საათსა და 10 წუთზე გადაცემაში ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად FM 104.5 გადაცემის სტუმრები იქნებიან: ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ნატო მგელაძე ... სკოლის ფსიქოლოგი მაია ტყეშელაშვილი ... სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონის ბავშვზე ზრუნვის სამსახურის წარმომადგენელი , უფროსი სოც. მუშაკი ნინო ცეცხლაძე . ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელი აჭარაში თიკო აბაშიძე და საქველმოქმედო ფონდ ,, იალქანის ‘’ დღის ცენტრის მოზარდები

14 ნოე 2017

გადაცემის პირველ ბლოკი: მომავალი თაობა , შემოქმედებისადმი ინტერესი და მოსწავლე ახალგაზრდების ლიტერატურული ჟურნალი ,, ზღვაური ‘’ პირველი ბლოკის სტუმრები : მარიამ გრიგორიადი , რუსუდან შარაშიძე , ნიკოლოზ ფუტკარაძე და მათი ხელმღვანელი , ლიტერატურულ ჟურნალ ,,ზღაურის’’ მთავარი რედაქტორი , პროექტისა და იდეის ავტორი პოეტი ბელა ქებურია .. .. მეორე ბლოკი: ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი XII”- , სტუმრები : თბილისის ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ლევან დვალი და საერთაშორისო ფესტივალში მონაწილე ნორჩი კონომოყვარული ფესტივალის ერთ -ერთი ორგანიოზატორი მარიამ ხუციშვილი

02 ნოე 2017