არაფორმალური განათლების ასოციაცია MUN - გაეროს მოდელირების კონფერენცია. /ბათუმი | ღია ეთერი | 16.01.2025

არაფორმალური განათლების ასოციაცია - Non-Formal Education Association 

გაიგეთ მეტი გადაცემის სტუმრებისგან 

- გაეროს მოდელირების კონფერენციის ორგანიზატორი- ნია გოგიტიძე.

- ახალგაზრდული პროექტების ხელმძღვანელი- ანასტასია ბერიძე .

- კონფერენციის მონაწილე / დელეგატი - დაჩი ბოჭორიშვილი. 

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

- MODEL UNITED NATIONS (MUN) CONFERENCE 2026 

შენ გაქვს შანსი: იმსჯელო ადამიანის უფლებებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე; განივითარო კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლების უნარები; ჩაერთო ფორმალურ და არაფორმალურ მოლაპარაკებებში; გახდე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი; შექმნა კოალიციები და დღის წესრიგში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩამოაყალიბო მკაფიო, ეფექტური, ქმედითი რეზოლუცია; გამოსცადო თავი დიპლომატის როლში... 

https://docs.google.com/…/1FAIpQLSdPEvKZwRtUlv14Ju…/viewform

დეტალები გადაცემაში 

====

გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე #ღიაეთერი #ზურაბ_გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - #გიორგიბოლქვაძე, გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/live

https://ajaratv.ge/show/68-ghia-eteri

https://www.facebook.com/profile.php?id=61551666609353

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები

 

გადაცემის არქივი

ნორჩი ბალერინები და ქართული საბალეტო სკოლა FM 104.5-ზე. ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის მიღწევები და ნორჩი ბალერინები - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - ბათუმის საბალეტო სკოლამ ლატვიის დედაქალაქ რიგაში საერთაშორისო კონკურსზე ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა და პრიზები მოიპოვა , სკოლას კონკურსის განსაკუთრებული პრიზი-სვაროვსკის გედი გადაეცა. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე , ქართული საბალეტო სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ გადაცემის სტუმრები :ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის დირექტორი ირმა მსხალაძე . ბალეტის პედაგოგი ელეონორა არჩაია და საბალეტო სკოლის მოსწავლეები , ნორჩი ბალერინები- ია ხუციშვილი და ქრისტინა კონცელიძე .

30 აპრ 2018

საჭადრაკო კლუბი „ნონა“. თემა: ნორჩი ბათუმელი მოჭადრაკეები და მზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - FM 104.5... ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით , საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ივლისში დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს .. მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადამდე ბათუმში ნორჩი მოჭადრაკეები იასპარეზებენ ... ბათუმის საჭადრაკო კლუბ ,,ნონას ‘’- ახალ პროექტებზე , საერთაშორისო შეჯიბრებებზე და გაცვლით პროგრამებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში ..ღია ეთერი ‘’ შეხვედებით ნინო ბაციაშვილს , რომელსაც სულ ახლახანს მინსკში გამართულ ფიდეს საერთაშორისო კონგრესზე მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის - GM წოდება დაუმტკიცდა. სტუმრები : ქართველი მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი (სატ. ჩართვა ). ბათუმის საჭადრაკო კლუბ ,, ნონას ‘’ დირექტორი , სპორტის ოსტატი საერთაშორისო არბიტრი , სერთიფიცირებული მწვრთნელი გიორგი ჭანტურია .. კლუბის მენეჯერი საერთაშორისო არბიტრი , დიპლომირებული და სერთიფიცირებული მწვრთნელი მარიკა ჯაფარიძე საჭადრაკო კლუბ ,,ნონას ‘’ წევრები -ნატალია აბულაძე და მარიამ კალანდაძე... გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

26 აპრ 2018

საგანმანათლებლო პროექტი „ეკვილიბრიუმი” , წიგნიერების პოპულარიზაცია და ნორჩი მკითხველები - როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნი - რჩევები და მცირე ექსპერიმენტი - - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - FM 104.5... - აჭარაში ,,ბიბლიოთეკის კვირეული’’ მიმდინარეობს . იგი გუშინ , 23 აპრილს , წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიხნა და 30 აპრილს დაიხურება ... -როგორ ახერხებს ბიბლიოთეკა წიგნიერების პოპულარიზაციას .- რამდენად ხშირად სტუმრობენ მოზარდები ბიბლიოთეკას - –კითხულობენ თუ არა წიგნებს და რა ჟანრის ლიტერატურით ინტერესდებიან , რომელია დღეს მოდური –აკმაყოფილებს თუ არა ბიბლიოთეკა თანამედროვე მოთხოვნებს და -.რა როლი უჭირავს წიგნს დღევანდელ საზოგადოებაში? საინტერესოა რას ფიქრობენ ნორჩი მკითხველები- ამას დღევანდელი გადაცემიდან გავიგებთ სტუმრები : პროექტ „ეკვილიბრიუმის” იდეის ავტორი და დამფუძნებელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე .(სატ. ჩართვა ) ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე . სკოლა –ნიკეს მოსწავლე მარიამ რამიშვილი, მე –9 საჯარო სკოლის მოსწავლე თაკო თევზაძე და ყველაზე პატარა მონაწილე 5 წლის ლეა ბაკურიძე ..

23 აპრ 2018

ლუკა სალარიძე - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' - თემა: მცირე საოჯახო ტიპის სახლები და ბავშვზე ზრუნვის რეფორმის შედეგები... -როგორ ზრუნავს სახელმწიფო მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე -რას ითვალისწინებს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება. -როგორი გარემოა შექმნილი და რა პრობლემებს აწყდებიან აღსაზრდელები .. -რა ბედი ელით სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ მოზარდებს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ .. -როგორია გარანტიები და სოციალური პაკეტები .. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის სტუმრებთან ერთად სტუმრები : ბათუმის განათლების დასაქმებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, პროგრამა ,,მომავლის თაობის’’ კოორდინატორი აჭარაში მაიკო ქათამაძე.. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი , სოც. მუშაკი ციცო ჩიკვაიძე ... ზემო წინსვლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,, მომავლის თაობის’’ წევრი თათია გოგრაჭაძე და ბათუმის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი ლუკა სალარიძე - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) —

19 აპრ 2018

ევროპული სწავლება და საგრანტო პროექტები მოსწავლეებისთვის- გადაცემის პირველ ნაწილში #ბრიტანულსაგრანატოპროექტზე ,ვისაუბრებთ და პროგრამის კოორდინატორს აჭარაში "ითიაი ორიათასის" ხელმძღვანელს ირინა ხაჟალიას და #HMC -კონკურსის წლევანდელ გამარჯვებულს ნიცა კონცელიძეს შეხვდებით. .ნიცა გრანტის ფარგლებში უკვე სექტემბრიდან ერთი აკადემიური წლით ისწავლის და იცხოვრებს დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში! კონკურსის შარშანდელ გამარჯვებულებსაც გაიცნობთ.. #გახდიოლიმპიელი2018“ -მეორე ბლოკი დაეთმობა მათემატიკის ოლიმპიადას, რომელიც ბათუმში წელს პირველად ტარდება ,რეგისტრაცია 18 აპრილამდეა.29 აპრილიდან ოლიმპიადას ქართულ-ამერიკული სკოლა უმასპინძლებს.. .. დეტალებზე - ბათუმის ქართულ- ამერიკული სკოლის დირექტორი თეო ზოიძე ისაუბრებს გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. 13 საათსა და 10 წუთზე .. გადაცემა ,,ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

16 აპრ 2018

მანდატურის სამსახურის ახალი რეგულაციები და უსაფრთხოების გაძლიერება სკოლებში - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) ანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა. - ამ საკითხზე ვისაუბრებთ გადაცემის სტუმრებთან ერთად.. სტუმრები : საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე კონსტანტინე ანჯაფარიძე (სატ ჩართვა ) ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე და პირველი საჯარო სკოლის ფსიქოლოგი მაია ტყეშელაშვილი. მოივისმენთ მოსწავლეთა მოსაზრებებს...- გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი ''. ..

12 აპრ 2018

არტ–სტუდია ,,ანდამატის’’ აღსაზრდელთა საქველმოქმედო გამოფენა – აქცია და მზადება კვირაცხოვლობის დღესასწულისთვის - გადაცემაში ,,ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) #კერამიკა, #თექა, #ბატიკა, #გობელენი , #მინანქარი– -როგორ ახერხებენ მოზარდები საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას . -როგორია ინტერესი ქართული ტრადიციული რეწვისადმი... -რას ეძღვნება საქველოქმედო აქცია -გამოფენა და როგორ ემზადებიან კვირაცხოვლობისთვის ..ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ .. სტუმრები პირველი ბლოკი-კერამიკის ოსტატი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი და არტ – სტუდია ანდამატის დირექტორი ლია კასპელაშვილი და მისი მოსწავლეები მარიამ ნემსაძე , ნინო მიქელაძე და ირაკლი აგირბა მეორე ბლოკი - #როგორემზადებიანკვირაცხოვლობისთვის მრავალშვილიანი დედა თეა ხომერიკი და მისი ქალიშვილები -ბარბარე , ნინო და სალომე ბედინაძეები

09 აპრ 2018

პირველ ბლოკი-#წითელიპარასკევი-დიდი პარასკევის მნიშვნელობა და სააღდგომო სამზადისი . -რა იციან ბავშვებმა სააღდგომო ტრადიციების შესახებ და როგორ ემზადებიან ამ დღესასწაულისთვის... მეორე ბლოკი: #გლოვისდღე-უსაფრთხოება სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში, -როგორ კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები და რამდენად დაცულები არიან ბავშვები, -როგორ ტარდება სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილები .. -რამდენად არის სკოლა ზრუნვაზე ორიენტირებული და რა კეთდება იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე გადაცემა ღია ეთერი ''

05 აპრ 2018

მსოფლიო ოლიმპიადის საგზურის მფლობელები - ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები -- გადაცემაში ,,ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი - მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან .. ჩემპიონატი მალტაში 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, გაიმართება . -როგორი იყო გზა მსოფლიო ჩემპიონატამდე , -რა გეგემები აქვთ მომვალ სპორცმენებს და - როგორია სასკოლო სპორტული ოლიმპიადების მნიშვნელობა და შედეგები -ამას დღევანდელი გადაცემიდან გავიგებთ .. სტუმრები :ქედის მინციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ელზა მახაჭაძე , ლინდა ჩიკვაიძე, ქეთი შავიშვილი, მირანდა გორგილაძე და მათი მწვრთნელი იოსებ მახაჭაძე ... აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ მენაბდე ( სატ , ჩართვა ) და ვაიოს საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი შავიშვილი ( სატ , ჩართვა

02 აპრ 2018

,, ჩვენ და გარემო’’ - ალამბრის საჯარო სკოლის ეკო -კლუბის წევრები და მათი ხემძღვანელი გადაცემაში ,, ღია ეთერი"" კლუბის წევრები წელს , ნიკო კეცხოველის გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის ფინალური ტურის მონაწილეები იყვნენ . კონკურსში მონაწილე მოზარდებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.რა პროექტები განახორციელეს ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა , რა მიზანს ემსახურება და რა არის მათი ეკო -კლუბის მუშაობის ძირითადი პრინციპები ..ამას გადაცემიდან გაიგებთ .. სტუმრები: ალამბრის საჯარო სკოლის ეკო -კლუბის ,,ჩვენ და გარემო " წევრები ნინო გოგიტიძე , ანიტა ლომაძე , თაზო ხალვაში და მათი ხემძღვანელი , ბიოლოგიის პედაგოგი მაია ხვიჩია .. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ნანა ნოღაიდელი (სატ. ჩართვა)

26 მარ 2018

მოსწავლეთა სამეცნიერო და სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენციები - მნიშვნელობა და შედეგები .. გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) -ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეთა პირველი სამეცნიერო კონფერენციისთვის ემზადება .. -აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კი მოსწავლეთა 72-ე სასწავლო -შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა.. -როგორია კონფერენციების თემატური მიმართულებები , აქტივობა, მნიშვნელობა და შედეგები ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ .. სტუდიის სტუმრები : პირველი ბლოკი - აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე .. ტურიზმისა და მხარეთმცოდენობის განყოფილების კოორდინატორი , ფოლკლორის სექციის ხელმძღვანელი მაია ჯაფარიძე და სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები - ნანა აბაშიძე და მარიამ კოხრეიძე .. მეორე ბლოკი-ბათუმის შოთა რუსთაველი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი , აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმღვანელი ემზარ მაკარაძე, რომელიც უნივერსიტეტში მოსწავლეთა პირველი სამეცნიერო კონფერენციის სამზადისზე ისაუბრებს ..

22 მარ 2018

რეპეტიტორის ინსტიტუტი და სასკოლო განათლების პრობლემები -გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) -რატომ სჭირდებათ მოსწავლეებს რეპეტიტორი , –რატომ ვერ პასუხობს საჯარო სკოლები საზოგადოების მოთხოვნას და - რატომ უწევთ მოზარდებს სხვა გზების მოძიება სასურველი სერვისის მისაღებად .. –რა ჯდება დამატებითი განათლების მიღება საქართველოში .–წარმოადგენს თუ არა რეპეტიტორობა განათლების სფეროში არსებული ხარვეზების კომპენსაციას და რა შედეგს მივიღებთ მისი აკრძალვის შემთხვევაში..–როგორია სახელმწიფო პოლიტიკა და რატომ არის რეპეტიტორობა ასე პოპულარული ..ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის სტუმრებთან ერთად..-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი (სატ. ჩართვა ) და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა(სატ. ჩართვა )სტუდიის სტუმრები : ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ,ქართული ენისა და ლიტერტურის პედაგოგი ნინო სურმანიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა რადიოს სტაჟიორი - ლევან ურიდია ,

19 მარ 2018

მიუსაფარი - ე. წ ,,ქუჩის ბავშვები’’ - რეალობა და პრობლემები - ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) . -ვინ არიან ,, ქუჩის ბავშვები“’ , -როგორ ზრუნავს და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვებს . - რა არის ბავშვთა და მოზარდთა ქუჩაში ცხოვრების მიზეზები, --როგორია პრობლემასთან გამკლავების გზები . -ვინ არის დამნაშავე იმაში ,რომ ბავშვები მთელ დღეს ქუჩაში ატარებენ – მშობელი ,სახელმწიფო თუ საზოგადოება .. -როგორია სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის შეხედულებები ამ საკითხების გარკვევას შევეცდებით დღეს, გადაცემის სტუმრებთან ერთად..სტუმრები პირველ ბლოკში –ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელი აჭარაში და საქველმოქმედო ორგანიზაციის ,ფონდ ,, იალქანის ‘’ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე და ამავე ფონდის ბენეფიციარი ნინი მეორე ბლოკში : სოციალური მომსახურების საააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე რუსუდან სალუქვაძე და სააგენტოს ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე

15 მარ 2018

„ვიცნობდეთ ნატოს და ევროკავშირს“ - პროექტი , რომელიც საჯარო სკოლებში ხორციელდება - -რატომ მივილტვით ევროპისკენ .. -როგორ ესმით მოზარდებს ევროპული ღირებულებები - რატომ არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის, -და რა არის ის ძირითადი რაც უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ ევროპული გზის შესახებ.. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 - 13 საათსა და 10 წუთზე.. (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) . გადაცემის სტუმრები : ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი და პროექტში მონწილე ციხისძირის და ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები გვანცა ვარშანიძე , ანიტა ლომაძე და გიორგი დუმბაძე

12 მარ 2018

#მრავალშვილიანობის ხიბლი და დედობის საიდუმლო , #ბათუმელი ოჯახი , სადაც 4 ტყუპი იზრდება - დიმა კოღუაშვილის და ნონა ვარშანიძის ექვსშვილიანი ოჯახი - გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) . -რამდენად რთულია ექვსი შვილის გაზრდა , როცა მათ შორის 4 ტყუპია .. -როგორია პასუხიმგებლობა და რას ნიშნავს იყო მშობელი. -როგორი იქნება გამოცდილი წყვილის რჩევები და რეკომენდაციები და როგორი განცდაა იზრდებოდე მრვალშვილიან ოჯახში - ამას დღევანდელი გადაცემიდან გავიგებთ და გავიზიარებთ შვილთა სიმრავლით გამოწვეულ ბედნიერებას . გადაცემის სტუმრები : დიმა კოღუაშვილი და ნონა ვარშანიძე ,მათი შვილები ნინი , დიმიტრი, მაია და ტყუპისცალი დეიდა - ნანა ვარშანიძე

08 მარ 2018