არასრულწლოვანი და კანონი - სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

LIVE -  FM104.5 -ზე

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

- 2025 წლის 1-ლი აპრილიდან მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდება.

-მართლმსაჯულების სისტემასთან კონტაქტში მყოფ არასრულწოვნებზე და სხვა მნშვნელოვან საკითხებზე

დეტალები გადაცემაში 

====

 გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე FM104.5 • ღია ეთერი #ზურაბ_გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - #გიორგიბოლქვაძე , გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/radio

https://ajaratv.ge/show/68

https://www.facebook.com/profile.php?id=61551666609353

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები

გადაცემის არქივი

#FLEX მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX–ი 25 წლისაა .. .-რა არის ფლექსი პროგრამის მთავარი ხიბლი . - რა გამოცდილებას იღებენ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები, - რამდენი მოსწავლე იგზავნება ყოველწლიურად საქართველოდან ამერიკის პრესტიჟულ სკოლებში განათლების მისაღებად . - როგორ შეიძლება პროგრამაში მონაწილეობის მიღება და -რა მიზნებს ისახავს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) ამ საკითხებზე ვსაუბრობდით გადაცემაში ღია ეთერი ' - FM 104.5 გადაცემის სტუმრები : FLEX-ი პროგრამის ასისტენტი , რეკრუტერი დოდო გოცირიძე (სატ. ჩართვა თბილისი) ფლექსი პროგრამის მონაწილე ბათუმელი მოსწვლეები: სესილი ბერიძე და ნიუ იორკის უნივერსიტეტის რჩეული დავით ჯინჭარაძე , რომელიც სულ ახლახანს ნიუ ორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა ..

01 მარ 2018

#JuniorAchievement ბიზნეს უნარჩვევები და მეწარმეობის საფუძვლები სკოლებში, პროექტი , რომელიც "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს " ორგანიზებით ხორციელდება --რამდენად ინტერესდებიან მოზარდები ამ თემატიკით . -რა აქტივობებში იღებენ მონაწილეობას , - იძლევა თუ არა ბიზნეს გაკვეთილები სამეწარმეო უნარ-ჩვევბის გამომუშავების და შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობას და რა არის "ჯუნიორ ეჩივმენტ’’ - ი ამ საკითხებზე ვისაუბრებთ ,გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან გიორგი ფირცხალაიშვილი ) .გადაცემის სტუმრები : ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია , ,,მეწარმეობის საფუძვლების'' პედაგოგი ინგა გეგეშიძე და მოსწავლეები- გიორგი მალაყმაძე და სერგი თოიძე . პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ჩაგვერთვება ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ‘’ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გეგეშიძე ..

26 თებ 2018

#ForEachOther #ესტონური გამოცდილება - „სკოლა და საბავშვო ბაღი-ბულინგის გარეშე. რაშია ესტონური განათლების წარმატების საიდუმლო და შეუძლია თუ არა საქართველოს მისი გაზიარება? საინტერესოა რამდენად იჩენს თავს ძალადობა და ბულინგი ესტონეთის სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში .. ბულინგის როგორც გამოვლენის და აღკვეთის, ასევე პრევენციის რა გზები არსებობს ესტონეთში.- ამ საკითხებზე ვისაუბრეთ , გადაცემაში "ღია ეთერი'' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) გადაცემის სტუმრები : არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელი სოფო ბაკურიძე. აჭარის განათლების სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე- გაბაიძე .

12 თებ 2018

#ვიდეომონიტორინგი სკოლებში და ძალადობის პრევენციის კანონპროექტი .. #პროექტი მინი სპექტაკლი ,, ჩვენ ვგმობთ ძალადობას ‘’ .. - რას ფიქრობენ მოზარდები ვიდეოკონტროლის და მანდატურის უფლებების გამკაცრებაზე .. - არის თუ არა მანდატური სკოლებში უსაფრთხოების გარანტი .. - რა შეიძლება მოყვეს ნებისმიერ ძალადობას .. - პრობლემასთან გამკლავების რა გზები არსებობს და - რა ცვლილებები შედის ზოგადი განათლების კანონში.. ამ საკითხებზე ვისუბრეთ ,, 9 თებერვალს ,13 საათსა და 10 წუთზე..გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) . სტუდიის სტუმრები - ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მედეა ცინცაძე .. ამავე სკოლის მოსწავლეები ანა გათენაძე , ანა თედორაძე და ქეთი ჭკუასელი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებულებების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი შორენა ზედგინიძე..(სატ .ჩართვა ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაური (სატ .ჩანაწერი) ..

08 თებ 2018

# არაფორმალური განათლება და მოზარდები - # საქველმოქმედო აქცია - კონცერტი , 13 წლის ენრიკო მამალაძის დასახმარებლად.. . რამდენად ახერხებენ მოზარდები თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენებას , რა თემატიკით ინტერესდებიან , რა აქტივობებში იღებენ მონაწილეობას და იძლევა თუ არა არაფორმალური განათლება დამატებითი ცოდნის მიღების შესაძლებლობას .. ამ საკითხებზე ისაუბრებენ გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები: ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი , ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი შორენა ფაღავა და წევრები ლიზა კახაბერიძე , ნანა ჯიხაძე და გიორგი ზოიძე . პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი ანა მდინარაძე. მეორე ნაწილის სტუმარი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე..

05 თებ 2018

წითელას ეპიდაფეთქება აჭარაში , დროული ვაქცინაცია და სპეციალისტთა რეკომენდაციები .. რა მდგომარეობაა საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში...როგორია ბოლო მონაცემებით წითელას ეპიდსიტუაცია რეგიონში . არის თუ არა გართულებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები .. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა იმუნიზაციის შესახებ..რამდენად საშიშია ეს ვირუსი და რა კეთდება პრევენციისთვის.- ამ საკითხებზე ვისუბრებთ დღეს, 2 თებერვალს ,13 საათსა და 10 წუთზე , გადაცემაში ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5(სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე ) .გადაცემის სტუმრები: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსი ნონა ეფაძე . ექიმი- პედიატრი .. ბათუმის პირველი პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსი . თამარ გეგეშიძე.. და ბათუმის სამშობიარო სახლის ორსულთა მეთვალყურეობის სამსახურის უფროსი ქეთევან კიკნაძე

01 თებ 2018

თემა .#Futuremakers ნორჩი გამომგონებლები და ინოვაციური პროექტი ,, მომავლის შემქნელები ‘.. რამდენად აქვთ მოზარდებს თავიანთი იდეების, მიღწევებისა და ნოვატორული პროექტების რეალიზების საშუალება , რამდენად ინტერესდებიან სამეცნიერო სფეროთი და რაზე მუშაობენ ამჟამად ნორჩი გამომგონებლები .. დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) . გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები :ბათუმის ამერიკული კუთხის ტექნიკური მენეჯერი , პროექტის ..მომავლის შემქნელები ‘’ ხელმძღვანელი ზურა მესხიძე .მწვრთნელი ბესო ქვაციხელი და პროექტში მონაწილე, ნორჩი გამომგონებელი რიკარდ კოჩალიძე .. .მეორე ნაწილი - აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტექნიკური - შემოქმედების განყოფილების ხელმძღვანელ- შოთა ბარამიძე და გამომგონებელთა კლუბის წევრი , ნორჩი ავიაკონსტრუქტორი ალექსი ჩუნაკოვი.

29 იან 2018

თემა:კომპიუტერული თამაშები და მოზარდები .. რამდენად უსაფრთხოა ისინი ბავშვებისთვის,რას თამაშობენ მოზარდები და რამდენ საათს ატარებენ ისინი ინტერნეტ სივრცეში,არის თუ არა ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკური დარღვევა და რა გავლენა აქვს კომპიუტერულ თამაშებს მოზარდებზე .. გადაცემის სტუმრები - ფსიქოლოგი ფირუზ ბოლქვაძე. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი , ასოცირებული პროფესორი,ფსიქოლოგი ,ქეთევან ბერიძე , ექიმი = პედიატრი საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ხარისხის მენეჯერი ნიგარი ჭელიძე და მოზარდები, რომლებიც კომპიუტერული თამაშების ძირითად თემატიკას გაგვაცნობენ , , ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

25 იან 2018

თემა;კვების ახალი ნორმები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის..როგორია მთავრობის ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რა ცვლილებებია კვების რაციონში და როგორ უნდა იკვებონ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.. – ,, ღია ეთერის'' სტუმრები:ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მთავარი სპეციალისტი კვების საკითხებში , ექიმი დიეტოლოგი ლია მოქია .საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ხარისხის მენეჯერი ნიგარი ჭელიძე .. და ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე. ,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) .

22 იან 2018

წითელა, წითურა , ჩუთყვავილა- ბავშვთა ვირუსული ინფექციები ,, ღია ეთერის'' თემა. რამდენად საშიშია თუ არა ვირუსები? რა კეთდება პრევენციისთვის?რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში წითელას ვაქცინაცია და რატომ ჰქვია ამ ინფექციებს ბატონები? დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი'' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) . გადაცემის სტუმრები ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე . აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე და ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ნატო მიშველძე

15 იან 2018

რაზე საუბრობენ ახალგაზრდა სპიკერები, რა აღელვებთ და აინტერესებთ მოზარდებს? მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაცემა ,, ღია ეთერში'' მოზარდებთან ერთად ირმა ჩხაიძემ შეაჯამა. FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე) . გადაცემის სტუმრები: ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი სალომე ზოიძე. პროექტის ავტორი, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ზალინა გორგილაძე და პროექტ "ახალგაზრდა სპიკერთა პლათფორმის" ავტორი, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ზალინა გორგილაძე და პროექტში მონაწილე მოზარდია სპიკერები დეა დარჩია და გივი მათითაიშვილი. მონაწილე მოზარდია სპიკერები დეა დარჩია და გივი მათითაიშვილი.

11 იან 2018

პატრიარქის ეპისტოლე, უწმინდესის გზავნილები, საკვირაო სკოლიდან სოციალურ საწარმომდე,ხეზე კვეთის ხელოვნება , მზადება გამოფენისთვის, - გადაცემაში,, ღია ეთერი'' გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 #პირველნაწილში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ფრაგმენტს მოისმენთ ,გაგაცნოთ უწმინდესის იმ გზავნილებს ,რომლებიც მომავალ თაობას- ბავშვებს და მოზარდებს უკავშირდება .. #მეორენაწილი დაეთმობა ხეზე კვეთის ხელოვნებას და მოზარდებს, რომლებიც ამ ხელოვნებას ბათუმის წმ . ბარბარეს სახელობის ტაძართან არსებულ სოციალურ საწარმოში ეუფლებიან .. შეხვდებით , ხულოს მინიციპალიტეტეის ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს .. როგორი იყო გზა -საკვირაო სკოლიდან სოციალურ საწარმომდე - როგორ ტარდება ხეზე კვეთის გაკვეთილები . რომელი მასალისგან ამზადდებენ მოზარდები საგამოფენო ექსპონატებს . რა დრო სჭირდება თითოეული ნივთის მომზადებას . და როგორ შეიქმნა ხის მასალისგან დამზადებული ქართული ანბანის კოლექცია .- დეტალები დღეს გადაცემაში - , ღია ეთერი '', სტუმრები: ბათუმის წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შიო პაიჭაძე და მისი მოსწავლეები , მარი ლაბაძე , არჩილ აბულაძე (ჩაოს საჯარო სკოლა) და ელენე კაცაძე (ბათუმი).გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

07 იან 2018

საახალწლო სურვილები - ღია ეთერის 2018 წლის პირველი გადაცემა ბედობა და მეკვლეობა - როგორ აღიქმვამენ ამ ტრადიციებს მოზარდები, სტუდიის სტუმრები: აჭარის რადიოს თანამშრომლების შვილები მეგობრებთან ერთად, აჭარის მოსწავლე ახალგაზდობის სასახლის საბავშო მუსიკალური სტუდია ,,ჰარმონიას ‘’ წევრები და მათი ხელმძღვანელები. ღია ეთერის მსმენელებს ახალ წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინსიტრი ინგა შამილიშვილი და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ინგა გოგიბერიძე ულოცავენ. ,, ღია ეთერი’’ ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

01 იან 2018