ოზონოთერაპია - რამდენად უსაფრთხოა და როგორი შედეგები აქვს ოზონოთერაპიით მკურნალობას ბავშვებსა და მოზარდებში .

LIVE - FM104.5 -ზე   FM104.5 • ღია ეთერი

#ოზონოთერაპია

#მურნალობისმეთოდები_ბავშვებსა_და_მოზარდებში

გაიგეთ მეტი გადაცემის სტუმრისგან 

- ოზონოთერაპევტი შორენა დავითაძე

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

- ოზონოთერაპია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც გულისხმობს ოზონის აირის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში, სხვადასხვა, მათ შორის, ვირუსისა და ბაქტერიების მოკვლის მიზნით.

დეტალები გადაცემაში 

====

 გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე FM104.5 • ღია ეთერი #ზურაბ_გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - #გიორგიბოლქვაძე , გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/radio

https://ajaratv.ge/show/68

https://www.facebook.com/profile.php?id=61551666609353

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და კამპანია #აჩუქეწიგნი - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის იდეა და ინიციატივა - რა როლი უჭირავს წიგნს მოზარდების ცხოვრებაში კითხულობენ თუ არა წიგნებს , რა ჟანრის ლიტერატურით ინტერესდებიან , რომელია დღეს მოდური და მათი საყვარელი წიგნი . - დეტალები დღეს გადაცემაში #ღიაეთერი #გადაცემისსტუმრები:,,წიგნების ჩუქების’’ იდეის ავტორი და ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე , ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე , ახალგაზრდა მწერალი ლექსო პაიკიძე , ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათინ ებრალიძე და რა თქმა უნდა ნორჩ მკითხველები , #აჩუქეწიგნი 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ა ღინიშნება , ამ თარიღს - წელს წიგნი ჩუქების დღეც დაემატა . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

22 აპრ 2019

UNICEFის კვლევა დასრულდა .. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მაშტაბური კვლევის წინასწარი მონაცემებით 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია, კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული. ( სრული მონაცემები აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება ) როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში .. რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები,. მკურნალობისა და პრევენციის რა მეთოდები არსებობს, რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის ... დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი''ტალღაზე FM 104.5 #გადაცემისსტუმრები:დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა (სატ, ჩართვა) საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი მადონა წულაძე.. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

18 აპრ 2019

ქართული ენა და სახელმწიფო პოლიტიკა,ქართველი და ფერეიდნელი მოზარდები -,,დედის ენაზე’’ დასწავლილი ქართული,ქართული ენის კვირეული და მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტები , გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“... #პირველნაწილში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდებით , რომლებმაც საქართველოს საზღვრებს მიღმა შემოინახეს ქართული ენა , ტრადიცები და საქართველოს სიყვარული #მეორენაწილი დაეთმობა ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების საინტერესო მოსაზრებებს და ინიციატივებს როგორი საბავშვო გადაცემების მოსმენა სურთ ,რა თემები აინტერესებთ ბავშვებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშნელოვანი . #გადაცემისდასკვნითნაწილში - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტებზე ვისაუბრებთ ..- დეტალები დღევანდელ გადაცემაში ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

15 აპრ 2019

მიუსაფარი - ე. წ ,,ქუჩის ბავშვები’’ - რეალობა და პრობლემები .. 12 აპრილი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღეა, . თარიღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი ბავშვების რეალური პრობლემების შესახებ და ყურადღების მიპყრობა ამ ბავშვების მიმართ .. #გაიცანიდაემეგობრე #გაუწოდეხელიდაარაფული #გაიგემეტიმათშესახებ #მოუსმინემათისტორიებს. ვინ არიან ,, ქუჩის ბავშვები“’ ,რა ჰქვიათ.. საიდან მოდიან..ყველაზე მეტად რისი კეთება უყვართ..რომელი ზღაპრის პერსონაჟობაზე ოცნებობენ.. რა იცით ბავშვებზე, რომლებსაც ყოველდღე ხვდებით ქუჩაში, რომლებიც ფულს გთხოვენ"დასახმარებლად" და რომელთაც ხშირად თვალს არიდებთ. #გაიგეთმეტიმათშესახებ, #მოუსმინეთმათისტორიებს./ დღეს , მიუსაფარი ბავშვების ცხორვებისეული სტორიებს მოვისმენთ.ვისაუბრებთ,საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ სოციალურ კამპანიაზე „#ემეგობრე“გავარკვევთ რა არის ბავშვთა და მოზარდთა ქუჩაში ცხოვრების მიზეზები, როგორია პრობლემასთან გამკლავების გზები .ვინ არის დამნაშავე იმაში , რომ ბავშვები მთელ დღეს ქუჩაში ატარებენ – მშობელი ,სახელმწიფო თუ საზოგადოება .. #გაიცანიდაემეგობრე #გაუწოდეხელიდაარაფული #გაიგემეტიმათშესახებ #მოუსმინემათისტორიებს. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

11 აპრ 2019

თემები - ,,30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან'' და ,,ზღვაური-2019”..... საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი - ტრაგიკულთან ერთად - შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. -30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან- #გადაცემისპირველნაწილში ამ თემაზე ვისაუბრებთ , მოვუსმენთ მოზარდებს, რომლებიც 9 აპრილის გმირებს თავგანწირვისთვის და თავისუფლებისთვის მადლობას უხდიან და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას #მადლობათავისუფლებისთვის! დღეს ბათუმში, 12 საათზე გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნება .. #გადაცემისმეორენაწილში „ზღვაური-2019”- ის მონაწილეებს გაგაცნობთ და მცირე პროზისა და მინიატურის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე ვისაუბრებთ..#დღევანდელგადაცემაში მომავალი თაობის საინტერესო წარმომადგენლებს შეხვდებით და მათ შემოქმედებასაც გაეცნობით .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

08 აპრ 2019

აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვები, რეაბილიტაციის პროგრამები, ინკლუზიური განათლება , ინტეგრირებული კლასები , ცვლილებები და სიახლეები - წელს აპრილის თვე მთლიანად ეთმობა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას... 2019 წლის ღონისძიებების სლოგანია - #ცვლილებებიაუტიზმისთვის, როგორ ხდება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირება, ჩართვა სასკოლო პროცესში და მათი ადაპტირება სამყაროსთან . რას ითვალისწინებს სარეაბილიტაციო პროგრამები. როგორია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და რა სიახლეებია საკანონდებლო ბაზაში.. - დეტალები დღევანდელ გადაცემაში #გადაცემისსტუმრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და ბათუმის მე -13 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასის ფსიქოლოგ-პედაგოგები ია შანთაძე და დავით ქათამაძე #ატარელურჯი #გააზიარელურჯი,#გაანათელურჯად #ცვლილებები_აუტიზმისთვის - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

04 აპრ 2019

აჭარის სკაუტური ორგანიზაცია , ბათუმელი სკაუტები და მზადება “ვეფხისტყაოსნის" საერთაშორისო ფესტივალისთვის - 5 - დან 8 - აპრილის ჩათვლით ბათუმში - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, სტამბოლის რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრისა და საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ეგიდით - “ვეფხისტყაოსნის" საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება...როგორია სამზადისი და რა სიახლეებია აჭარის საკუტურ ორგანიზაციაში ამაზე სტუდიის სტუმრები - საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზციის პრეზიდენტი და სკაუტ - ლიდერები ისაუბრებენ.. მოისმენთ აგრეთვე ბათუმელი სკაუტების მოსაზრებებს საბანაკო ცხოვრების ხიბლზე და საერთოდ სკაუტური მოძრაობის მნიშვნელობაზე (აუდიო-ჩანაწერი). 2 აპრილს-,#ჰანსქრისტიანანდერსენისდაბადებისდღე ,#საბავშვოწიგნისსაერთაშორისოდღე და #აუტიზმისმსოფლიოდღეც აღინიშნება - გადაცემაში ამ თემებსაც შევეხებით.. #გადაცემისსტუმრები საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზციის პრეზიდენტი შორენა ლომაძე და სკაუტ - ლიდერები მაია ბერიძე , ანა ბოლქვაძე და მარიამ ჯორბენაძე გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

01 აპრ 2019

პროექტი - ერთად ავაშენოთ კეთილსოფელი და გაეროს ასამბლეა საქართველოში“’ - ბათუმი 2019... #პირველინაწილი.საქველმოქმედო ფონდ ,, კეთილსოფლის ‘’ მიერ ,, სიკეთის სახლის ‘’ მშენებლობას დაეთმობა . 28 მარტს, სასტუმრო ,,ჰილტონში’’ პროექტის - ერთად ავაშენოთ კეთილსოფელი - პრეზენტაცია გაიმართება - დეტალებზე ფონდის დამფუძნებლები - ისაუბრებენ .. #სტუმრები,,კეთილსოფლის“ პრეზიდენტი მიხეილ ტყებუჩავა, - იგი ცნობილია მებაღის ფსევდონიმით და ფონდის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ნანა სარიშვილი. #მეორენაწილი კი დაეთმობა გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეას , რომელსაც ბათუმი 3 დღის განმავლობაში (23-25 მარტს) მასპინძლობდა .. პროექტის ორგანიზატორი და ასამბლეის დელეგატები იქნებიან დღეს გადაცემა ,,ღია ეთერის'' #სტუმრები ..

25 მარ 2019

ნორჩი ბალერინები და ქართული საბალეტო სკოლა -GeorgianTeacherChoreographers ,ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლაში საკონკურსო სამზადისია . ნორჩი ბალერინები რიგის საერთაშორისო ფესტივალისთვის "რიგის გაზაფხული 2019" და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის მეექვსე საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალ-კონკურსისთვის ემზადებიან , სწორედ ამ ორ მნიშვნელოვან საკონკურსო სამზადისზე, საბალეტო სკოლის მიღწევებსა და ნორჩი ბალერინების წარმატებებზე გიამბობთ დღეს გადაცემაში #ღიაეთერი #გადაცემისსტუმრები საქართველოს დამსახურებული პედაგოგი ანი ფირცხალაიშვილი და მისი მოსწავლეები - ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის ნორჩი ბალერინები-მარიამ თვალაბეიშვილი , მარიამ ცინცაძე და ეკატერინე ოსიძე.. გადაცემაში საბალეტო სკოლის სხვა ბალერინებსაც და სკოლის დირექტორს ირმა მსხალაძეს შეხვდებით -(#აუდიოჩანაწერი). - დეტალები დღევანდელ გადაცემაში ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

21 მარ 2019