საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები და მოზარდები .

LIVE   გაიგეთ მეტი გადაცემის სტუმრებისგან 

-ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთის ანდალუზიის რეგიონში (ქალაქ მარბეაში) , ესპანეთის საპროდიუსერო ცენტრის დამფუძნებელი და საერთაშორისო კულტურის ცენტრ "შავი ზღვის გლობალ არტ ლიგა" -ს ხელმძღვანელი , ასოციაცია ქართული კულტურის ცენტრის ,,ევროჯორჯიას’’ პრეზიდენტი    ნატალი მიქავა სტუარტ-ფოქსი.

საერთაშორისო კონკურსების  პრიზიორი  და  არერთგზის გამარჯვებული , ამჯერად  ჟიურის წევრი ბათუმელი -  მარიტა ცეცხლაძე

-  კონკურსის  გამორჩეული  მონაწილე , საერთაშორისო კონკურსების  გამარჯვებული   ელენე ბოლქვაძე

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

-რას ითვალისწინებდა შესარჩევი კონკურსი და როგორია სამომავლო პერპექტივები

დეტალები გადაცემაში 

====

 გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე FM104.5 • ღია ეთერი #ზურაბ_გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - #ქეთევან_ნაცვლიშვილი , გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/radio

https://ajaratv.ge/show/68

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები

ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ახალგაზრდული მუსიკალური კონკურსების შესარჩევი ტური პირველად საქართველოში -ჩვენს ულამაზეს ფესტივალების ქალაქ ბათუმში /  ასაკი 5-35 წლამდე / ვიწვევთ მუსიკალურ და ცეკვის სტუდიებს , ინდივიდუალურ შემსრულებლებს და შემოქმედებით კოლექტივებს მონაწილეობა მიიღონ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში - Jurmala Junior 2025 /.Sanremo Best Song - Dubai 2025 / TV Programme EuroVision Music Academy / Reality Star Marbella - International Talent Contest -მსურველებმა მოგვწერეთ პირადში- წარმომადგენელი საქართველოში, ესპანეთში და ინგლისში RS PRODUCTION /REALITY STAR MARBELLA  Natalie Stuart-Fox

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და კამპანია #აჩუქეწიგნი - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის იდეა და ინიციატივა - რა როლი უჭირავს წიგნს მოზარდების ცხოვრებაში კითხულობენ თუ არა წიგნებს , რა ჟანრის ლიტერატურით ინტერესდებიან , რომელია დღეს მოდური და მათი საყვარელი წიგნი . - დეტალები დღეს გადაცემაში #ღიაეთერი #გადაცემისსტუმრები:,,წიგნების ჩუქების’’ იდეის ავტორი და ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე , ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე , ახალგაზრდა მწერალი ლექსო პაიკიძე , ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათინ ებრალიძე და რა თქმა უნდა ნორჩ მკითხველები , #აჩუქეწიგნი 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ა ღინიშნება , ამ თარიღს - წელს წიგნი ჩუქების დღეც დაემატა . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

22 აპრ 2019

UNICEFის კვლევა დასრულდა .. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მაშტაბური კვლევის წინასწარი მონაცემებით 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია, კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული. ( სრული მონაცემები აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება ) როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში .. რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები,. მკურნალობისა და პრევენციის რა მეთოდები არსებობს, რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის ... დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი''ტალღაზე FM 104.5 #გადაცემისსტუმრები:დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა (სატ, ჩართვა) საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი მადონა წულაძე.. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

18 აპრ 2019