,,მომავლის ფერმერი’’-ხალას საჯარო სკოლის სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური,საზაფხულო აქტივობები,საგანმანათლებლო პროექტები და ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრი.

LIVE - სოფელ ხალას საჯარო სკოლა მომავლის ფერმერი / Farmer of Future ბსუ აგროსკოლის ჯგუფი ბსუს აგრარული ექსტენციის ცენტრი

გაიგეთ მეტი გადაცემის სტუმრებისგან 

- სოფელ ხალას საჯარო სკოლის დირექტირი- ლეილა ლორთქიფანიძე.

- მოსწავლეები: აგრო კლუბის ხელმძვანელი - ნიკოლოზ გორგილაძე და კლუბის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე

- აგრარული ექსტენციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე.

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

- ხალას საჯარო სკოლის მომავალი ფერმერები სასწავლო - სადემონსტრაციო სათბურში ზაფხულშიც მორიგეობენ და ახალი ჩითილების გამოყვანასა თუ მიღებულის რეალიზებაზე მუშაობენ ...

- „ჭკვიანი ფერმა ჩვენ სკოლაში“ კონკურსის ფარგლებში, სადაც ხალას საჯარო სკოლამ გაიმარჯვა და სათბურისთვის დაფინანსება მოიპოვა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ, რომელსაც ,,მომავლის ფერმერი'' ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე ახორციელებს

დეტალები გადაცემაში 

====

 გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე FM104.5 • ღია ეთერი Zura Gujabidze -ესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - გიორგი ბოლქვაძე , გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/radio

https://ajaratv.ge/show/68

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და კამპანია #აჩუქეწიგნი - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის იდეა და ინიციატივა - რა როლი უჭირავს წიგნს მოზარდების ცხოვრებაში კითხულობენ თუ არა წიგნებს , რა ჟანრის ლიტერატურით ინტერესდებიან , რომელია დღეს მოდური და მათი საყვარელი წიგნი . - დეტალები დღეს გადაცემაში #ღიაეთერი #გადაცემისსტუმრები:,,წიგნების ჩუქების’’ იდეის ავტორი და ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე , ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე , ახალგაზრდა მწერალი ლექსო პაიკიძე , ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათინ ებრალიძე და რა თქმა უნდა ნორჩ მკითხველები , #აჩუქეწიგნი 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ა ღინიშნება , ამ თარიღს - წელს წიგნი ჩუქების დღეც დაემატა . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

22 აპრ 2019

UNICEFის კვლევა დასრულდა .. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მაშტაბური კვლევის წინასწარი მონაცემებით 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია, კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული. ( სრული მონაცემები აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება ) როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში .. რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები,. მკურნალობისა და პრევენციის რა მეთოდები არსებობს, რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის ... დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი''ტალღაზე FM 104.5 #გადაცემისსტუმრები:დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა (სატ, ჩართვა) საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი მადონა წულაძე.. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

18 აპრ 2019

ქართული ენა და სახელმწიფო პოლიტიკა,ქართველი და ფერეიდნელი მოზარდები -,,დედის ენაზე’’ დასწავლილი ქართული,ქართული ენის კვირეული და მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტები , გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“... #პირველნაწილში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდებით , რომლებმაც საქართველოს საზღვრებს მიღმა შემოინახეს ქართული ენა , ტრადიცები და საქართველოს სიყვარული #მეორენაწილი დაეთმობა ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების საინტერესო მოსაზრებებს და ინიციატივებს როგორი საბავშვო გადაცემების მოსმენა სურთ ,რა თემები აინტერესებთ ბავშვებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშნელოვანი . #გადაცემისდასკვნითნაწილში - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტებზე ვისაუბრებთ ..- დეტალები დღევანდელ გადაცემაში ..გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

15 აპრ 2019