,,როგორ გაჩნდნენ დევები" - საბავშვო ნახატებით შექმნილი ორიგინალური ანიმაციური ფილმი.

 FM104.5 • ღია ეთერი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

გაიგეთ მეტი გადაცემის სტუმრებისგან 

- საბავშვო მწერალი ,ზღაპრის ავტორი და სცენარისტი - დალი თედორაძე.

- პროექტის - იდეის ავტორი და კოორდინატორი - მაია ჯაფარიძე.

- პროექტში ჩართული მოზარდები:

ანიმაციის გამხმოვანებელი- ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ანასტასია მორჩილაძე

- ფილმის მხატვარი ბათუმის მესამე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლილე ოქრაძე

====

 გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე FM104.5 • ღია ეთერი Zura Gujabidze -სთან ერთად. სარეჟისორო პულტთან- ქეთევან ნაცვლიშვილი , გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/radio

https://ajaratv.ge/show/68

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და კამპანია #აჩუქეწიგნი - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის იდეა და ინიციატივა - რა როლი უჭირავს წიგნს მოზარდების ცხოვრებაში კითხულობენ თუ არა წიგნებს , რა ჟანრის ლიტერატურით ინტერესდებიან , რომელია დღეს მოდური და მათი საყვარელი წიგნი . - დეტალები დღეს გადაცემაში #ღიაეთერი #გადაცემისსტუმრები:,,წიგნების ჩუქების’’ იდეის ავტორი და ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე , ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე , ახალგაზრდა მწერალი ლექსო პაიკიძე , ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათინ ებრალიძე და რა თქმა უნდა ნორჩ მკითხველები , #აჩუქეწიგნი 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ა ღინიშნება , ამ თარიღს - წელს წიგნი ჩუქების დღეც დაემატა . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

22 აპრ 2019

UNICEFის კვლევა დასრულდა .. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მაშტაბური კვლევის წინასწარი მონაცემებით 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია, კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული. ( სრული მონაცემები აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება ) როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში .. რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები,. მკურნალობისა და პრევენციის რა მეთოდები არსებობს, რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის ... დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი''ტალღაზე FM 104.5 #გადაცემისსტუმრები:დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა (სატ, ჩართვა) საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი მადონა წულაძე.. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

18 აპრ 2019