საქართველოს ევროპული მომავალი - ჩვენ ვირჩევთ ევროპას! არა რუსეთს ! რუსეთი ოკუპანტია...

#რუსეთიოკუპანტია ...#ჩვენვირჩევთევროპას

#საქართველოსევროპულიმომავალი ..

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა

#დღესგადაცემაში:

  -როგორ ესმით მოზარდებს ევროპული ღირებულებები...

  -რატომ მივილტვით ევროპისკენ -

  -რატომ არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის,..

  -როგორ ისწავლება საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონიკები სკოლებში

  - როგორ დაგვაშორა 70- წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ ევროპულ ოჯახს ...

დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი 

#გადაცემისსტუმარი:

--ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილე , წმ. იოანე ღთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის ასოცირებული პროფესორი , აკადემიური დოქტორი , ისტორიის პედაგოგი პირიმზე რურუა ...

- წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები - ანა ძნელაძე,

ნიკა მჟავანაძე, თემო შარაბიძე...

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017