ტყვია და მძიმე მეტალები შავი შოკოლადის ფილებში - რისკ-ფაქტორები , მკურნალობის მეთოდები და პრევენცია ...

#ტყვიაშავშოკოლადში 

#ConsumerReportsისკვლევისშედეგები 

#რისკფაქტორებიპრევენციარჩევები 

#დღესგადაცემაში

-ამერიკაში მომხმარებელთა გაერთიანების- Consumer Reports (CR)-ის მიერ ჩატარებულ საგანგაშო კვლევის შედეგებს გაგაცნოbთ ..

-მოვისმენთ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის შეფასებას ამ ფაქტთან დაკავშირებით ...

-ასევე მშობლებისა და თავად პატარების მოსაზრებებს თუ რამდენად უყვართ შოკოლდის ფილა და როგორ აკონტროლებენ მიღების წესებს ..

-გავეცნობით ბავშვების სისხლში ტყვიის შეცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას და სპეციალისტების რჩევებს...

დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი 

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017