სასკოლო პროექტი, ქართული საბავშვო წიგნების კვირეული და მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში -#ჩვენერთადვქმნითჩვენსმომავალს...

#ჩვენერთადვქმნითჩვენსმომავალს 

#სასკოლოპროექტი

#წიგნიერებისკვირეული

#მშობელთაჩართულობასასკოლოპროცესში

სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლა / LEPL Batumi N16 Public School

 27 ოქტომბერი .. #იაკობგოგებაშვილისდაბადების და #ქართულისაბავშვოწიგნისდღეა...

-რას ითვალისწინებს ქართული საბავშვო წიგნების დღე და რამდენად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციას ..

-როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, რომ სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზარდოს ...- რა როლი აქვს სკოლას , პედაგოგს და მშობელს ამ პროცესში...

-როგორ არიან მშობლები ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა..

-და რას ფიქრობენ თავად მოზარდები , რა არის საჭირო მათთან ეფექტური კომუნიკაციისთვს ..

დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი

#გადაცემისსტუმრები

-ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამთა კვარაცხელია ...

- მოსწავლეები: ელიზა სურმანიძე და გიორგი ლეკვეიშვილი ...

- მშობელი ხათუნა კვინტრაძე..

-საბავშვო მწერალი , უკვე მესამედ -

ასტრიდ ლინდგრენის საბავშვო ლიტერატურული პრემიის ნომინანტი - ირმა მალაციძე ..(სატ.ჩართვა)

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და კამპანია #აჩუქეწიგნი - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის იდეა და ინიციატივა - რა როლი უჭირავს წიგნს მოზარდების ცხოვრებაში კითხულობენ თუ არა წიგნებს , რა ჟანრის ლიტერატურით ინტერესდებიან , რომელია დღეს მოდური და მათი საყვარელი წიგნი . - დეტალები დღეს გადაცემაში #ღიაეთერი #გადაცემისსტუმრები:,,წიგნების ჩუქების’’ იდეის ავტორი და ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე , ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე , ახალგაზრდა მწერალი ლექსო პაიკიძე , ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათინ ებრალიძე და რა თქმა უნდა ნორჩ მკითხველები , #აჩუქეწიგნი 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ა ღინიშნება , ამ თარიღს - წელს წიგნი ჩუქების დღეც დაემატა . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

22 აპრ 2019

UNICEFის კვლევა დასრულდა .. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მაშტაბური კვლევის წინასწარი მონაცემებით 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია, კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული. ( სრული მონაცემები აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება ) როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში .. რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები,. მკურნალობისა და პრევენციის რა მეთოდები არსებობს, რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის ... დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი''ტალღაზე FM 104.5 #გადაცემისსტუმრები:დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა (სატ, ჩართვა) საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი მადონა წულაძე.. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

18 აპრ 2019