#ხორუმი1000000 ნახვა - ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა გუნდის მსოფლიო აღიარება ...

#რევაზლაღისძისსკოლა .#გოგნათააკადემიურიგუნდი  #მიღწევებიგამარჯვებებიშედეგები 

-ლაღიძის გოგონათა გუნდი მსოფლიო საგუნდო კონკურსის გამარჯვებულია. ლაღიძის გუნდიდან პროექტზე გუნდის პროდუსერმა ნიკა გრიგოლიამ იმუშავა. 

-ბათუმში კულტურის დარგში წლის წარმატებული ხელოვანების დაჯილდოება გაიმართა .. 

-6 წარდგენილი ნომინაცია და 6-ივე გამარჯვებული...

ლაღიძის გუნდიდან პროექტზე გუნდის პროდიუსერმა, ნიკა გრიგოლიამ იმუშავა. მისი ინიციატივით პროექტს შეუერთდნენ ცნობილი ქართველი ახალგაზრდა პიანისტები, სანდრო გეგეჩკორი და სანდრო ნებიერიძე. როგორც ის აღნიშნავს, პროექტზე მუშაობა შრომატევადი, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. ვიდეოკლიპმა უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა და უკვე 1 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, რაც გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ პროექტი წარმატებით შედგა.  #ღიაეთერი 

#გადაცემისსტუმრები

-ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის დირექტორი - ნომინაციაში „რჩეული ხელოვანი“ გამარჯვებული - ნატო ორაგველიძე.

-ლაღიძის გოგონათა გუნდის ქორმაისტერი - ნომინაციაში „ წლის ხელოვანი“ გამარჯვებული, - მაგდა მათითაიშვილი.

-სკოლის ნორჩი პიანისტი , პატარა ვირტუოზი - ბაჩი მიქელაძე ..

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017