FLEX - პროგრამის წლევანდელი გამარჯვებულები და UWC პროგრამის სტიპენდიანტი - UWC Mostar-ის კოლეჯის, IB კურსის ბათუმელი მოსწავლე ლუკა ზუხუბაია ..

#FLEXპროგრამა ,#გამარჯვებულიმოსწავლეები ,#საქართველოსელჩებიუცხოეთში 

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა და სწავლება ამერიკულ სკოლებში ...

American Councils for International Education Georgia

- რამდენი მოსწავლე იგზავნება ყოველწლიურად საქართველოდან ამერიკის პრესტიჟულ სკოლებში განათლების მისაღებად

-რა გამოცდილებას იღებენ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები,

-რა მიზნებს ისახავს და როგორ შეიძლება პროგრამაში მონაწილეობის მიღება და

- რა არის FLEX - პროგრამის მთავარი ხიბლი .

დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი 

#გადაცემისსტუმრები

- FLEX - პროგრამის ჰაბის დირექტორი დოდო გოცირიძე .. (სატ ჩართვა )

და #წლევანდელიგამარჯვებულები:

-თაკო შანთაძე - ბათუმის მე–10 საჯარო სკოლის მოსწავლე

-ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები -

ნანა ჯიჯავაძე და ლუკა ადამიან ..

- ლუკა ზუხუბაია - ბათუმის მე–16 საჯარო სკოლის მოსწავლე , რომელმაც  FLEX - პროგრამაში გამარჯვების პარალელურად - UWC IB სტიპენდია მოიპოვა და ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამაზე UWC Mostar-ის კამპუსში ისწავლის.

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

-გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან ქეთევან ნაცვლიშვილი )

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017