COVID -19 და ფონდ ,,იალქანის ‘’ საახალწლო მოლოდინი , სოციალური აქცია - #როგორგავხდეელფი

 

#გააკეთესიკეთე #გაეცისითბოსიყვარული  #გახდიკეთილიელფი .. საქველმოქმედო ორგანიზაცია იალქანი

-საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,იალქანის '' დღის ცენტრის ბენეფიციარებს წერილები უკვე მზად აქვთ , სურვილები თოვლის ბაბუს გაანდეს და კეთილ ელფებსაც ელოდებიან .

-გინდათ გახდეთ საქველმოქმედო ფონდ ,,იალქანის ‘’ კეთილი ელფი , დაეხმაროთ პატარებს სურვილების ასრულებაში , შეუქმენათ სადღესასწაულო განწყობა და გაულამაზოთ ახალი წელი ...?!

შემოუერთდით სოციალურ აქციას - #როგორგავხდეელფი   

დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი  

#გადაცემისსტუმრები

 საქველმოქმედო ორგანიზაციის , ფონდ ,, იალქანის ‘’ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე და ამავე ფონდის დღის ცენტრის აღსაზრდელები ..

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე 

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017