პანდემია და განათლება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, საჯარო სკოლები და COVID - რეგულაციები , მეხუთეკლასელი დამირ შალიკაშვილი..

#პირველნაწილი

რამდენად იცავენ საჯარო სკოლებში რეგულაციებს და როგორ უმკლავდებიან პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებს ..

#მეორენაწილი

რითია გამორჩეული შალიკაშვილების გვარი ,

რა აკავშირებს 10 წლის დამირს გენერლ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ფესვებთან და ოცნებობს თუ არა თავად გენერლობაზე ..

#გადაცემისსტუმრები

-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რესურცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი ..

-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის , მე-5 კლასის მოსწავლე დამირ შალიკაშვილი..

დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი  

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე 

 გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017