საიუბილეო საღამო-აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის 70 წლიანი ისტორია და პირველი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მერცხალი’’

#აჭარისმოსწავლეახალგაზრდობისსასახლე70წლისაა

დღეს, 19 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საიუბილეო საღამო გაიმართება..
დასწრება თავისუფალია ..
სასახლის 70 წლის იუბილესთან ერთად პირველი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი " მერცხალი " დაარსებიდან 60 წლისთავს იზეიმებს ..

დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი 

#გადაცემისსტუმრები
- აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე
-ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,მერცხალის’’ ხელმძღვანელი მერაბ დოლიძე
- ანსამბლის სოლისტები ლიზი შარაძე და ვალერიან ანთიძე ..

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან გიორგი ფირცხალაიშვილი)

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017