რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები,სწავლების ინოვაციური მეთოდები,თანამედროვე ტექნოლოგიები და მოზარდები,STEM განათლება საჯარო სკოლებში .

#თემა- სწავლების ინოვაციური მეთოდები , ინტერაქტიული სწავლება და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები საჯარო სკოლებში.

-2019 წელს , აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის მიზნით, ათი საჯარო სკოლისთვის ფიზიკაში ვირტუალური ლაბორატორია  შეიძინა.

-რა არის რეალურ -ვირტუალური ლაბორატორია ,
-როგორ ტარდება ინტერაქტიული გაკვეთილები,
-როგორ დაეხმარება იგი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს STEM მიმართულებით განვითარებაში
-რა შედეგებს ელიან მისი სკოლებში დანერგვით და
-როგორია რეალურ -ვირტუალური ლაბორატორიის შესაძლებლობები

დეტალები დღევანდელ  გადაცემაში  #ღიაეთერი 

#გადაცემისსტუმრები

- განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელი - რეალურ -ვირტუალური ლაბორატორიის პროექტის ავტორი დავით სონღულაშვილი,
-ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დირექტორი - ნატო გოგატიშვილი.
-აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი შუშანა სურმანიძე
-ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ..

ამ  სკოლაში მოზარდები -ახალი სასწავლო წლიდან - ფიზიკას ვირტუალური ლაბორატორიის დახმარებით სწავლობენ ..

-გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო  პულტთან  გიორგი  ფირცხალაიშვილი )

 

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017