სექსუალური ძალადობა არასრულწოვანზე, დანაშაულის სტატისტიკა, არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას! საგრანტო პროექტი- ადრეული ქოწინების ქართული მოდელი..

#პირველინაწილი სექსუალური ძალადობა ბავშვებზე: 9 თვეში 114 პირი ამხილეს,საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, დანაშაულის სტატისტიკა , სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრება
(შსს ბრიფინგი და მიმართვა მშობლებს )
#მეორენაწილი „ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები“ .
#მცირესაგრანტოპროექტი -,, არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას! ''

-რა არის ადრეული ქორწინება და რა შედეგები მოქავს მას მოზარდებისთვის ,
-როგორია ნაადრევი ქორწინების ქართული რეალობა.
დეტალები დღევანდელ გადაცემაში #ღიაეთერი 

 #გადაცემისსტუმრები
-სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ანა ილურიძე .(სატ,ჩართვა) ,
-სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე .
ჩაისუბნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამილა რიონიძე
-სამოქალაქო კლუბ "სხივი" ლიდერი, ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე- ნინი შამილიშვილი და კლუბის წევრი ,ამავე სკოლის მოსწავლე ნიკა კონცელიძე..

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 (სარეჟისორო პულტთან ქეთევან ნაცვლიშვილი )

 

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017