ათასწლეულის  ინოვაციის  კონკურსი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, გაიმარჯვე და გაემგზავრე  NASA -ში! ,,თოფუზი 2019’’ -ის  გამარჯვებულთა დაჯილდოება, ანიმაცია და მოზარდები ,,ექოთოფუზი’’ 

#თემა- ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და ,,თოფუზი 2019’’ -ის გამარჯვებულთა დაჯილდოება 

#პირველინაწილი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს მოსწავლეებისთვის.რომელიც ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით. ...

-კონკურსის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 25 ნოემბერი...

#მეორენაწილი ანიმაციური ფილმების მე- 11 საერთაშორისო ფესტივალი , თოფუზი 2019 “-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება 

-რამდენად დიდია მოზარდების დაინტერესება და-რამდენად უწყობს ხელს ამგვარი ფესტივალები ქართული ანიმაციის განვითარებას
დეტალები დღევანდელ გადაცემაში #ღიაეთერი 

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )ვისმი

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017