„თოფუზი 2019 “-ანიმაციური ფილმების მე - 11 საერთაშორისო ფესტივალი , ანიმაციური ტექნოლოგიები, მულტფილმის შექმნის ხელოვნება და მოზარდები ..

-რა  არის  მულტიპლიკაცია ,

-როგორ  იქმნება  ბავშვების საყვარელი მულტფილმები ,

-როგორ  ცოცხლდებიან  ნახატებით პერსონაჟები ,

-რა  სახის  მასტერკლასები   უტარდებათ  მოზარდებს  ფესტივალ ,, თოფუზისა’’ და  ,,ექო თოფუზის’’ ფარგლებში და  

-როგორ იქმნება ერთწუთიანი  ფილმი  ანიმაციის  საერთაშორისო  ფესტივალისთვის ..

დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი " - FM. 104.5

"თოფუზი 2019 " 21- დან 26 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება აჭარაში.. 

პირველ  ნაწილში  ანიმაციის  განვითარების  ფონდის კოორდინატორი, პროექტების მენეჯერი  ანი  გეჯაძე ისაუბრებს ..

მეორე  ნაწილი  - კი  დაეთმობა  "ანიმაციის  განვითარების ფონდის" ორგანიზებით  ფესტივალ   ,,ექო-თოფუზის’’  ფარგლებში  საჯარო  სკოლებში  გამართულ  შეხვედრებს .. 

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017