FLEX-მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა,ფინალისტების შესარჩევი ტური,სწავლა უფასოდ ამერიკის პრესტიჟულს კოლაში, FLEX პროგრამის ბათუმელი მონაწილეები...

 FLEX – პროგრამისთვის ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს..

- თუ უკვე ხართ 14 წლის და გსურთ აშშ - ის პრესტიჟულ სკოლაში სწავლა, თანაც უფასოდ- მიიღეთ მონაწილოება FLEX - პროგრამაში..

-იმისთვის რომ 80 კანდიდატს შორის მოხვდეთ შეასარჩევი ტურები უნდა გაიაროთ , ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომოსიის მიერ

#დღესგადაცემაში

-როგორია 2020-2021 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობები ..
-რა პროცედურების გავლაა საჭირო მესამე ეტაპისთვის

-რა არის ფლექსი პროგრამის მთავარი ხიბლი .
- რა გამოცდილებას იღებენ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები,
- რამდენი მოსწავლე იგზავნება ყოველწლიურად საქართველოდან ამერიკის პრესტიჟულ სკოლებში განათლების მისაღებად .
- როგორ შეიძლება პროგრამაში მონაწილეობის მიღება და
-რა მიზნებს ისახავს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)

#გადაცემისსტურმები

FLEX- პროგრამის კოორდინატორი დოდო გოცირიძე  და 

- ფლექს პროგრამის მონაწილე ბათუმელი მოსწავლეები- 2018 წლის გამარჯვებული ამიკო გოგიტიძე ,

და წლევანდელი კონკურსანტები , რომლებმაც წარმატებით გაიარეს საწყისი ტურები -

ანი  სირაბიძე  და  ნიკა  ჩავლეიშვილი ..    (სასწავლო ცენტრი ETI 2000.)

 

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -
ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან ქეთევან ნაცვლივილი )

 

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: ერთიანი ეროვნული გამოცდები გადაცემის სტუმრები: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე და ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი მანუჩარ ლორია. 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება,რა სიახლეები იქნება 2017 წლის გამოცდებზე და როგორ მიმდინარეობს მზადება საგამოცდო პროცესისთვის.. .. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სტუდენტობისთვის წელსაც საკმაოდ ბევრი – 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი იბრძოლებს.რეგისტრაციის დასრულების მიუხედავად, მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისათვის, რომ საკუთარი არჩევანი სრულად, ან ნაწილობრივ შეცვალონ. –როდემდე შეუძლიათ აბიტურიენტებს საკუთარ არჩევანში ცვლილებების შეტანა და რას შეიძლება შეეხოს იგი? სად და როგორ შეუძლიათ საგამოცდო ბარათების მიღება. ამ ყველაფრის წესებზე, ვადებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ვისაუბრბთ ახლა ჩვენ გადაცემის სტუმრებთან ერთად.

28 ივნ 2017

გადაცემის თემა: შპს. ბათუმის ავტოტრანსპორტი. გადაცემის სტუმარი: შპს. ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ბიბილეიშვილი. რა სიახლებია მომსახურების სფეროში და ველო–ტერმინალების სერვის ცენტრებში ..რას აკეთებს და როგორ ზრუნავს ბათუმის ავტოტრანსპორტი მოქალაქეთა კომფორტული მგზავრობისთვის. რა ეტაპზეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პროექტი” და მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის ფორმირებაზე მუშაობა.. რა ღონისძიებები ტარდება , რომ გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების დონე, გაიზარდოს უსაფრთხოება, წახალისდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენება და ფეხით გადაადგილება. P.S.გადაცემას(პირდაპირი ეთერის ჩანაწერს) განმეორებით მოისმენთ კვირას ,25 ივნისს ,17.00 სთ–ზე (ავტორი და წამყვანი ირმა ჩხაიძე, სარეჟისორო პულტთან გიორგი ფირცხალაიშვილი )

21 ივნ 2017

გადაცემის თემა: ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე... პირვლი ბლოკის სტუმრები :ქალაქ ბათუმის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა ბოქლვაძე პირდაპირ ეთერში ტელეფონით ჩაგვერთვებიან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრიდან - კულტურის ცენტრ ,, ჰარმონიას“ ხელმძღვანელი კახა ფირცხალაიშვილი.. და ხულოდან - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი სოფო შავაძე .. ,გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები : სოციალური პროექტის ,,ზღვა და სამყარო’’ - ხელმძღვანელი ინგა დიასამიძე , კლიპის რეჟისორი ირმა ჩხაიძე და პროექტის მონაწილეები- შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანას’’ აღსაზრდელი მარინა ქელეხსაევა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის მოსწავლე ქეთი ბიაძე

31 მაი 2017

გადაცემის თემა : ,,მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა , უკონტაქტო პატრულირება და "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონი , რომელიც საქართველოს პარლამენტმა 21 აპრილს დაამტკიცა '' სტუმრები : პირველი ბლოკი -.შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი .. მეორე ბლოკი : დღეს 18 მაისი -მუზეუმთა საერთაშორისო დღეa... გადაცემის თემა; მუზეუმები , ახალი ექსპოზიციები , გამოწვევები და ვიზიტორთა მოლოდინები ... სტუმრები :ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოადგილე თამარ შალიკაძე ,. საექსპოზიციო განყოფილების გამგე იზოლდა დუმბაძე... და აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე.

17 მაი 2017

გადაცემის თემა: მიუსაფარ ძაღლთა პრობლემა , თავშესაფრები , მონიტორინგი , ვაქცინაცია და ცხოველთა უფლებები - სტუმრები : პირველი ბლოკი - ბათუმის მერიის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე. მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის და ვეტერინარულ ცენტრ ,,აიბოლიტი’’ს ხელმძღვანელი კატერინე ბოგოტოვა , მთავარი ექიმი ზურაბ გოგაშვილი .. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მთავარი სპეციალისტი რუსუდან ბიბილეიშვილი. და არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ცხოველთა სამყარო’’-ს ხელმძღვანელი გულო ფუტკარაძე. მეორე ბლოკის სტუმარი : სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართცელოს ინსპექტორი , ვეტერინარი გიორგი კალანდაძე.

10 მაი 2017

გადაცემის თემა : დასაქმების ფორუმი და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება" - პროექტი , რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება აჭარაში. სტიუდიის სტუმრები : განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აჭარის კოორდინატორი ლელა შანიძე, პროექტის კონსულტანტი ირმა ზოიძე და პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი თამარ დოლიძე .. პირდაპირ ეთერში სატ, ჩართვები : - აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიული განათლების და დასაქმების მხარდამჭერი საქმიანობა თბილისში, ქუთაისში , აჭარასა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს... გარდა შშმ პირებთან მუშაობისა, პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე მიმართულ აქტივობებსაც ახორციელებს... საპილოტე პროგრამაზე ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს ცენტრი საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში დასაქმების ფორუმის ორგანიზებას გეგმავს.

03 მაი 2017

კოლხური ბზა - წითელ ნუსხაში შეტანილი ამ უნიკალური სახეობის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განმკაცრებული საჯარიმო სანქციები. სტუმრები : აჭარის სატყეო სააგენტოს მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი რევაზ ვასაძე .. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე ... და საპატრიარქოს წარმომადგენელი , ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის დეკანოზი იოანე გორელიშვილი

05 აპრ 2017

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017