27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე, სამოქალაქო ინიციატივები ახალი საგრანტო პროექტები, სასკოლო კლუბები და 16 წლის გრეტა ტუნბერგი ეკოაქტივისტი ..

#პირველინაწილი დღეს ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულია , დღეს არის სოხუმის დაცემის 26- წლისთავი -თავდაპირველად ამ მნიშვნელოვან თარიღებს შევეხებით..

#მეორენაწილიბ სასკოლო კლუბების ინიციატივები ,
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ახალ საგრანტო პროექტები , არაფორმალური განათლების მნიშვნელობა , მიზნებსა და შედეგები....

#მესამენაწილი ვინ არის 16 წლის შვედი მოსწავლე, გრეტა ტუნბერგი , რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს და რა ფაქტის გამო იქცა ეკოაქტივისტი მოზარდი ინტერტენვარკვლავად

დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი 

#გადაცემისსტურმები

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი სამოქალაქო კლუბ "ბალავარი" მეურვე - ხელმძღვანელი თამრიკო გორგილაძე .
და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები , სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ზევსის’’ წევრებისაბა ბოლქვაძე და  საბა აბუსელიძე..

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

 

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017