პროექტი “გზა ვეროპისკენ”, გომარდულის საზაფხულო სკოლა მოზარდებისთვის , ევროპული ღირებულებები , რეალობა და მოლოდინები

#თემა -შუახევის ინტელექტ-კლუბის პროექტიგზა ვეროპისკენ”, გომარდულის საზაფხულო სკოლა მოზარდებისთვის , ევროპული ღირებულებები , რეალობა და მოლოდინები

რა არის პროექტის მიზანი .. როგორ ესმით მოზარდებს ევროპული ღირებულებები ,რა ინფორმაცია აქვთ ევროკავშირის  შესახებ...

როგორ ესმით მოზარდებს ევროპული ღირებულებები ,რა ინფორმაცია აქვთ ევროკავშირის შესახებ .. 
რატომ ევროპა - რატომ მივილტვით ევროპისკენ ..- რატომ არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის რა სახის შემეცნებით - საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება იგეგმება გომარდულის საზაფხულო სკოლაში..

დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი 

#გადაცემისსტურმები საზაფხულო სკოლა - “გზა ევროპისკენ” - პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე დავითაძე .

პროექტში მონაწილე ესეების კონკურსის – „ევროპა ჩემი სახლია“- გამარჯვებული მოსწავლეები
შუახევის რაიონის ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუიზა ჯაყელი, ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები სალომე თურმანიძე და შალვა დევაძე და შუახევის რაიონის ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ავთანდილ კეკელიძე .

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს , განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მაია დოლიძე(სატ.ჩართვა)

გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -
ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე 

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და კამპანია #აჩუქეწიგნი - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის იდეა და ინიციატივა - რა როლი უჭირავს წიგნს მოზარდების ცხოვრებაში კითხულობენ თუ არა წიგნებს , რა ჟანრის ლიტერატურით ინტერესდებიან , რომელია დღეს მოდური და მათი საყვარელი წიგნი . - დეტალები დღეს გადაცემაში #ღიაეთერი #გადაცემისსტუმრები:,,წიგნების ჩუქების’’ იდეის ავტორი და ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე , ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე , ახალგაზრდა მწერალი ლექსო პაიკიძე , ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათინ ებრალიძე და რა თქმა უნდა ნორჩ მკითხველები , #აჩუქეწიგნი 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ა ღინიშნება , ამ თარიღს - წელს წიგნი ჩუქების დღეც დაემატა . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

22 აპრ 2019

UNICEFის კვლევა დასრულდა .. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მაშტაბური კვლევის წინასწარი მონაცემებით 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია, კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული. ( სრული მონაცემები აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება ) როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში .. რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები,. მკურნალობისა და პრევენციის რა მეთოდები არსებობს, რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის ... დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი''ტალღაზე FM 104.5 #გადაცემისსტუმრები:დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა (სატ, ჩართვა) საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი მადონა წულაძე.. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

18 აპრ 2019