საერთაშორისო არტ ფორუმი -საქართველოსა და ლატვიის ერთობლივი პროექტი, რიგის საბავშვო ტელერადიო აკადემის ანალოგი უახლოეს პერსპექტივაში – ბათუმის საბავშვო აკადემია.

საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული შემოქმედებითი არტ ფორუმი We Are The World და საერთაშორისო ტალანტების კონკურსის მეორე სეზონი - Black Sea Stars 2019 დასრულდა .

საქართველოსა და ლატვიის ერთობლივი პროექტი შედგა . პროექტი - ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

მომავლის პროექტირიგის საბავშვო ტელერადიო აკადემის ანალოგი უახლოეს პერსპექტივაშიაბათუმის საბავშვო აკადემია.

პირველად ბათუმს რიგის საბავშვო ტელერადიო აკადემიის მოზარდები სტუმრობდნენ - Academy KIDS TV Рижская Детская Академия Телевидения и Радио -  დეტალები  გადაცემაში  #ღიაეთერი 

#გადაცემისსტუმრები

საპროდიუსერო ცენტრის დამფუძნებელი და საერთაშორისო კულტურის ცენტრ "შავი ზღვის გლობალ არტ ლიგა" - ხელმძღვანელი , ასოციაცია ქართული კულტურის ცენტრის ,,ევროჯორჯიას’’ პრეზიდენტი ნატალი მიქავა სტუარტ-ფოქსი.

ის კულტურის სააგენტოს და ბათუმის ქალთა კლუბის ხელმძღვანელი , ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი თამარ გუდავა.

პიანისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,სასტრადო ხელოვნების სტუდია ,, ლიმპოპოს’’ დამფუძნებელი თამაზ ნიკოლაიშვილი და 
პროექტის მონაწილეებიბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ნია გოგიტიძე და სტუდია ,,ლიმპოპოს'' სოლისტი ელზა კაზარიანი..

 

გადაცემის არქივი

დღეს წითელი პარასკევია -ყველაზე მძიმე დღე მთელი წლის განმავლობაში ..მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დღეს - დიდი პარასკევის მნიშვნელობაზე და სააღდგომო სამზადისზე ვისაუბრებთ .გავიხსენებთ ,,იესოს ვნებას’’ და მოვისმენთ დავით გურამიშვილის ,,ღვთისმშობლის დატირებას’’ ზინაიდა კვერენჩხილაძის კითხვით . გავიგებთ როგორ ემზადებიან მოზარდები აღდგომის დღესასწაულისთვის და რა იციან სააღდგომო ტრადიციების შესახებ გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

25 აპრ 2019

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და კამპანია #აჩუქეწიგნი - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის იდეა და ინიციატივა - რა როლი უჭირავს წიგნს მოზარდების ცხოვრებაში კითხულობენ თუ არა წიგნებს , რა ჟანრის ლიტერატურით ინტერესდებიან , რომელია დღეს მოდური და მათი საყვარელი წიგნი . - დეტალები დღეს გადაცემაში #ღიაეთერი #გადაცემისსტუმრები:,,წიგნების ჩუქების’’ იდეის ავტორი და ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე , ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე , ახალგაზრდა მწერალი ლექსო პაიკიძე , ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათინ ებრალიძე და რა თქმა უნდა ნორჩ მკითხველები , #აჩუქეწიგნი 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ა ღინიშნება , ამ თარიღს - წელს წიგნი ჩუქების დღეც დაემატა . გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

22 აპრ 2019

UNICEFის კვლევა დასრულდა .. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მაშტაბური კვლევის წინასწარი მონაცემებით 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია, კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული. ( სრული მონაცემები აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება ) როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ გავიგოთ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში .. რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ სპეციალისტები,. მკურნალობისა და პრევენციის რა მეთოდები არსებობს, რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის ... დეტალები გადაცემაში ,, ღია ეთერი''ტალღაზე FM 104.5 #გადაცემისსტუმრები:დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა (სატ, ჩართვა) საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ბავშვთა ნევროლოგი მადონა წულაძე.. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 - ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა ,#ღიაეთერი ირმა ჩხაიძესთან ერთად (სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე )

18 აპრ 2019