სიმღერის საერთაშორისო კონკურსი "არპეჯიო“, სტუდია „ზღვის შვილები“,ბათუმის ზოოპარკი, პატარების ემოციები ,კონტაქტი ცოცხალ სამყაროსთან .

#პირველინაწილი
კულძულ მალტაზე, დედაქალაქ ვალეტაში სიმღერის მე-4  საერთაშორისო კონკურსი "არპეჯიო" ჩატარდა
კონკურსში 12 ქვეყნის 60-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა
მთავარი პრიზის მფლობელები , პირველი და მეორე ადგილების და გრანპრის ნომინანტები სტუდიაზღვის შვილებისსოლისტები გახდნენ ,
#გადაცემისპირველნაწილში ანსამბლის ამ მნიშვნელოვან წარმატებაზე და სიახლეებზე სტუდიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძრვანელი ნათია ინაიშვილი ისაუბრებს...
#მეორენაწილში ბათუმის ზოოპარკში შევიხედავთ , მოვისმენთ ჩანაწერებს და პატარების ემოციებს გავიზიარებთ ,
გავიგებთ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ცოცხალ სამყაროსთან კონტაქტი და 
რამდენად აძლევს ბავშვებს ზოოპარკში სტუმრობა გართობის და შემეცნების საშუალებას .. 
 გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 -ყოველ სამშაბათს და პარასკევს - ..13 საათსა და 10 წუთზე .

გადაცემის არქივი

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017