მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი - საგანმანათლებლო პროექტი, მონოლოგების საღამო –,,8 წუთი 8 ამბავი’’, ლიტერატურული სივრცე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის

როგორ ყალიბდება ლიტერატურული გემოვნება მოზარდებშირა გავლენას ახდენს ამგვარი კლუბები მოზარდების ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე,როგორ ხდება კითხვის წახალისება და წიგნიერების პოპულარიზაცია, ლიტერატურული პერსონაჟების როგორი საგანმანათლებლო სივრცე იკვრება , რა ფორმატით ტარდება შეხვედრები და რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ პროექტებს მზარდებისთვის...

25 მაისს , კლუბის წევრებმა საზოგადოებას წარუდგინეს პროექტი ,, მონოლოგების საღამო –  8 წუთი 8 ამბავი ‘’
ჰქონდათ მოზარდებს სათქმელი , რა თემებს ეხებოდა მონოლოგები  - დეტალები  გადაცემაში #ღიაეთერი .
#გადაცემისსტუმრები კერძო სკოლაგანათლების“ - მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის ხელმძღვანელი , ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მენაბდე და წევრები -კლუბის ორგანიზატორი ანუკი უშარიძე , ნატა ტაკიძე და მონოლოგების საღამოს ერთერთი მონაწილე ,შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთას საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა ნაკაიძე.

 

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017