პირველკლასელთა რეგისტრაცია ,მუზეუმების საგანმანათლებლო პროექტები,საპრემიერო სპექტაკლი "მიაგული",სვანური ლეგენდა ტრაგიკულ სიყვარულზე-

#გადაცემისპირველინაწილი პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გრძელდება , 
რამდენი პირველკლასელია დარეგისტრირებული ამ ეტაპისთვის და რამდენი ადგილის დამატება მოხდება რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი პირველკლასელებისთვის ამ თემაზე დეტალურ ინფორმაციას #გადაცემისსტუმარი ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე მოგვაწვდის.

#მეორენაწილი მუზეუმების საგანმანათლებლო პროექტებს დაეთმობა ,.ამჯერად , აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში შვიხედავთ და ერთ- ერთი საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარეობაზე მოგითხრობთ ..

#მესამენაწილში საპრემიერო სამზადისზე ვისაუბრებთ.. 28 -29 მაისს , 19 საათზე  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ . მარიონეტულ დრამას,,საპრემიერო სპექტაკლს - " მიაგული", რომლის რეჟისორიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ჩხაიძე გახლავთ . .პრემიერამდე - სვანურ ლეგენდაზე –ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიაზე - მოისმენთ ჩართვას თეატრიდან -

 

გადაცემის არქივი

გადაცემის თემა: სამოქალაქო განათლება სკოლებში და "მომავლის თაობა" - პროგრამა , რომელიც ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება... სტუმრები : სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია ქირია , ''მომავლის თაობის'' სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ნატა შაინიძე .. და სამოქალაქო განათლების კლუბ ,, ამბიონის’’ წევრი ანა კახიძე .. დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.

01 მარ 2017

''ქართულ ჭიდაობას'', როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ქართული ჭიდაობის წარდგენაზე.. გადაცემის თემა : ,, ქართველი ფალავნები , ეროვნული ქართული ჭიდაობის უძველესი ტრადიციები და დღევანდელობა ' .... სტუმრები :აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი მაკა თაქთაქიშვილი

15 თებ 2017